საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერი სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-09-01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში, სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურს ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ უმასპინძლა.

მიტროპოლიტმა პრემიერ-მინისტრი დალოცა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და სამტრედიის მერობის კანდიდატი დავით ბახტაძე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური