საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ვანის საკათედრო ტაძარს სტუმრობდა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-09-01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვანის საკათედრო ტაძარს სტუმრობდა.

მთავრობის მეთაურმა ტაძარი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ, მეუფე ანტონსთან ერთად მოილოცა, რომელმაც პრემიერს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური