საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათი აიღო ამოსაბეჭდი ვერსია

2021-09-03

.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათები აიღეს. 

მთავრობის მეთაური კოვიდ-ბარათების გაცემის პროცესით დაინტერესდა. აღნიშნული სერვისის დანერგვის დღიდან ამ დრომდე, მხოლოდ იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ 25 000 კოვიდ-ბარათია გაცემული. 

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში  კოვიდ-ბარათების გაცემა 17 აგვისტოდან დაიწყო. ბარათის აღება მოქალაქეებისთვის უფასოა. დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალშია შესაძლებელი. ბარათზე  პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და  ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და  იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული. 

კოვიდ-ბარათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა, მომსახურების მიღება კი,  ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა  შესაძლებელი. 

ქუთაისის იუსტიციის სახლში პრემიერთან ერთად ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური