საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-09-10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურს მუზეუმის ხელმძღვანელმა ციცინო გაბედაურმა უმასპინძლა და რეაბილიტირებული მუზეუმი და გამოფენილი ექსპონატები დაათვალიერებინა. 
როგორც მუზეუმის დირექტორმა აღნიშნა, დანგრევის პირას მყოფი მუზეუმის აღდგენა 2014 წელს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში შენობა ძველი, ავთენტური სახით აღდგა. მუზეუმში მოეწყო ასევე სარდაფი, სადაც ლიტერატურული სალონი ფუნქციონირებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური