საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო ამოსაბეჭდი ვერსია

2021-09-10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ სპორტულ კომპლექსში გახსნილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაური მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესით დაინტერესდა.
პრემიერს იმუნიზაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მცხეთის სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ჭელიძემ გააცნო.

მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ერთი თვეა ფუნქციონირებს და ამ დროისთვის ცენტრის მიერ 5000 ადამიანია აცრილი.

ცენტრში ვაქცინაციის მსურველებს აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, შეუძლიათ. ადგილზე შექმნილია ყველა პირობა, რაც მოქალაქეთა უსაფრთხო ვაქცინაციას უზრუნველყოფს. ფუნქციონირებს შოკის დარბაზი. ასევე, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიალერგიული და ანტიშოკური პრეპარატებით.

მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური