საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვი­ზ­ი­ტი ესტონეთის რესპუბლიკაში

28-29 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში იმ­ყოფებოდა. ტალინში ვლადიმერ გურგენიძე შეხვდა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს თოომას ჰენდრიკ ილვესს. შეხვედრა­ზე განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები.

ვლადიმერ გურგენიძისა და ესტონეთის რესპუბლიკის პრე­მიერ-მინისტრის ანდრუს ანსიპის შეხვედრისას გაიმართა საუბარი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ და აღინიშნა, რომ ყურადღება უნდა დაეთმოს მცირე საწარმოების განვითარებასა და ბიზნესის სფეროში ინფორმირების ზრდას. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედ­რის დროს აღნიშნა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოსათვის ნატოს გაწევ­რიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ,,ამ ფაქტორების გათვალისწინებით ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოსათვის MAP-ის მინიჭებას. გვინდა, რომ მშვიდობის, სტაბილურობისა და დემოკრატიის ზონა გაფარ­თოვდეს. აქედან გამომდინარე, ბუქარესტის სამიტზე ჩვენ საქართველოს ნატოში გაწევ­რიანების სამოქმედო გეგმას მხარს დავუჭერთ", - აღნიშნა ანდრუს ანსიპმა.

თავის მხრივ, ვლადიმერ გურგენიძემ ესტონეთის მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ,,ესტონეთი საქართველოსთვის ყოველთვის იყო მისაბაძი მაგალითი".

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით: ,,საქართველო აკმაყოფილებს MAP-ის მოთხოვნებს მრავალ სფეროში (სამხედრო სფერო იქნება თუ პოლიტიკური რეფორმები), მაგრამ ძირითადი გადაწყვეტილება ნატოს წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული. ჩვენ, ჩვენი მხრივ, გავაგრძელებთ რეფორმებს და განვითარებას".

ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ გურგენიძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას პაეტს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის გაყინული კონფლიქტების გადაწყვეტის გზები.

ტალინში ვლადიმერ გურგენიძე სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენცია­ზე ,,Lennart Mary", სადაც მან საქართველოს ნატოში ინტეგრაციასა და ქვეყნისათვის MAP-ის მიღების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი