საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ზურაბ ნოღაიდელი 18-19 მაისს სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა გლობალური უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფრენციზე: “21-ე საუკუნეში მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის”. კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ევროპის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები.

ვიზიტის დროს ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს (Frank-Walter Steinmeier) და შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვოლფგანგ შოიბლეს (Wolfgang Schäuble).

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი