საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოში

2006 წლის 12-13 ნოემბერს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოში.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროპის კავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებთან და ევროკომისართან ვაჭრობის დარგში პიტერ მენდელსონთან. შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე საკითხი: პირველი, თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების შესაძლებლობა. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ამ საკითხს ევროკავშირი სრული გაგებით ეკიდება. ცნობილი გახდა, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები თურქეთის მხარესთან უკვე თვის ბოლოდან დაიწყება. "ეს არ არის მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ურთიერთობის მთელი პაკეტი. მან საკმაოდ სერიოზული შედეგები უნდა მოგვცეს როგორც ინვესტიციების მოზიდვაში, ასევე ვაჭრობის განვითარებასა და გრძელვადიან პერსპექტივით საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბრიუსელში ვიზიტისას კიდევ ერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის მოქმედებათა გეგმის ფარგლებში, ამ ორგანიზაციის მიერ, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების შესაძებლობებს. აღნიშნული პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი