საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2005 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნო­ღა­ი­დე­ლ­ის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში

2005 წლის 27-28 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მი­ნი­ს­ტ­რი ზურაბ ნოღაიდელი, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ოფ­ი­ცი­ა­ლური ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინაში.

საქართველოდან ჩასულ სტუმრებს კიევის აეროპორტში და­ხ­ვ­დ­ნენ უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი მიკოლა ტომენკო, უკ­რა­ი­ნ­ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ დოლგოვი, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მი­კო­ლა სპისი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქა­თა­მა­ძე, კიევის მერის მოადგილე ვლადიმერ იალოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა სა­მი­ნი­ს­ტ­როს სახელმწიფო პროტოკოლის სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ბევზა, უკ­რა­ი­ნ­ის სა­გა­რ­ეო საქმეთა სამინისტროს III ტერიტორიალური სამმართველოს უფროსი იგორ პრო­კ­ჩუ­კი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა უკრაინის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს.

28 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაემგზავრა მინისტრთა კაბინეტის კლუბში, სადაც მას დახვდა უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. პრემიერ-მი­ნი­ს­ტ­რი დაესწრო უკრაინა-საქართველოს სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კო­მი­სი­ის მე­ხუ­თე სხდომის გახსნას.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შე­ხ­ვ­და უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს გაფა­რ­თო­ე­ბ­უ­ლი შე­მა­დ­გე­ნ­ლო­ბ­ით. ხელი მოეწერა უკრაინა-საქართველოს სა­მ­თა­ვ­რო­ბო­თა­შო­რისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ოქმს. გა­ი­მა­რ­თა საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრთა ერ­თო­ბ­ლი­ვი პრ­ე­ს­კო­ნ­ფე­რე­ნ­ცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და უკრაინის პრემიერ მინისტრმა იულია ტიმოშენკომ მონაწილეობა მიიღეს ქართული პრო­დუ­ქ­ცი­ის პრეზენტაცია-გამოფენის გახსნაში. ამავე დღეს საქართველოს პრემიერ-მინის­ტ­რი შე­ხ­ვ­და უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშენკოს. შემდეგ იგი გაემგზავრა უკრაინის ვე­რ­ხო­ვ­ნა რადაში, სადაც გაიმართა შეხვედრა უკრაინის ვერხოვნა რადას თა­ვ­მ­ჯ­დო­მა­რე­ს­თან ვლადიმერ ლიტვინთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ქართული პროდუქციის პრ­ე­ზე­ნ­ტაცია-გამოფენისადმი მიძღვნილ ქართული მხარის მიერ ორგანიზირებულ მიღებაში. საღამოს გაიმართა ოფიციალური სადილი უკრაინის პრემიერ-მინისტრის იულია ტი­მო­შე­ნ­კ­ოს სახელით.

1 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა უკრაინის თა­ვ­დაცვის მინისტრს ანატოლი გრიცენკოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გვი­რ­გ­ვი­ნ­ით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი