საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2005 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 2005 წლის 4-5 მარტს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის რე­სპუბლიკაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბაქოს აეროპორტში და­ხ­ვ­და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე აბას აბ­ა­სო­ვი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზ­ე­რ­ბა­ი­ჯა­ნ­ში ზურაბ გუმბერიძე და აზე­რ­ბა­ი­ჯა­ნ­ის რესპუბლიკის სა­გა­ნ­გე­ბო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რამიზ ჰასანოვი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გვირგვინით შეამკო აზ­ე­რ­ბა­ი­ჯა­ნ­ის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის საფლავი და "შეხიდლერ ჰიაბანის” მე­მო­რი­ა­ლი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში საქართველოს პრემიერ-მი­ნი­ს­ტ­რი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველ მო­ადგილეს, აზერბაიჯანი-საქართველოს სამთავრობოთაშორისო სახელმწიფო კომისიის თა­ნა­თავმჯდომარეს აბას აბასოვს. შემდეგ შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის რე­ს­პუ­ბ­ლი­კ­ის პრეზიდენტთან ილხამ ალიევთან. საღამოს გაიმართა ოფიციალური სადილი აზე­რ­ბა­ი­ჯა­ნ­ის რესპუბლიკის მთავრობის სახელით.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი