საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2005 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 2005 წლის 11-12 მარტს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის რე­ს­პუ­ბ­ლი­კაში.

11 მარტს გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მი­ნი­ს­ტრ ზურაბ ნოღაიდელსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ანდრანიკ მარგარიანს შორის. საქართველოს პრემიერ-მი­ნისტრი შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს.

12 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გვირგვინით შეამკო სომეხი ერის გე­ნო­ცი­დ­ის მსხვერპლთა მემორიალი, შეხვდა სომხეთის კათალიკოს-პატრიარქს, მის უწ­მი­ნ­დე­სო­ბ­ას გარეგინ II-ს. ასევე მოინახულა საკათედრო ტაძარი და საგანძური.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი