საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2005 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვი­ზ­ი­ტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია 2005 წლის 18-19 ივ­ლისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემირ-მინისტრი შე­ხ­ვ­და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილხამ ალიევს, აზ­ე­რ­ბა­ი­ჯა­ნ­ის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს არტურ რასი-ზადეს.

19 ივლისს ზურაბ ნოღაიდელი სამუშაო საუზმეზე "bp აზ­ე­რ­ბაიჯანის” პრეზიდენტს დევიდ ვუდვორდს შეხვდა. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ნ. გილაური, ზ. გუმბერიძე, ი. ეზუგბაია, კომპანია "bp”-ის მხრიდან – მაიკლ თაუნსენდი, "bp აზერბაიჯანის” ვიცე-პრეზიდენტი და "bp სა­ქა­რ­თ­ვე­ლ­ოს” პრეზიდენტი რეფ დიგინსი.

ვიზიტის პირველივე დღეს გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანის სა­მ­თა­ვ­რო­ბო­თა­შო­რი­სო ეკონომიკური კომისიის სხდომა. ამავე დღეს გაიხსნა საქართველო-აზერბაიჯანის ბი­ზ­ნესფორუმი, რომელზეც სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის I ვიცე პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ მოინახულა განჯის N2 ღვინის ქარხანა, და­ათვალიერა გამოფენა – "საქართველო ღვინის აკვანი”. პრემიერ-მინისტრმა გვირგვინით შეამკო ჰეიდარ ალიევის ძეგლი.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი