საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი სო­მ­ხეთის რესპუბლიკაში

2005 წლის 29-30 სექტემბერს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რე­ს­პუ­ბ­ლიკაში.

ვიზიტის პირველივე დღეს ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა მის სომეხ კოლეგას ანდრანიკ მარგარიანს, სომხეთის რესპუბლიკის ერ­ო­ვ­ნული კრების თავმჯდომარეს არტურ ბაღდასარიანს. ამავე დღეს გაიხსნა სომხეთ-საქართველოს ერთობლივი სა­მ­თა­ვ­რო­ბა­თ­ა­შო­რი­სო ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელიც დასრულდა ერთობლივ დო­კუ­მე­ნ­ტ­ზე ხელმოწერის ცერემონიით. დღის ბოლოს გაიმართა საქართველოსა და სომხეთის პრ­ე­მ­იერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

30 სექტემბერს ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რე­ს­პუბლიკის პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი