საქართველოს მთავრობა – ანონსები

პრემიერი ყვარელში მეღვინეობა „ნელქარისის“ გახსნას დაესწრება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-08

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 9 ივლისს, 16:30 საათზე, ყვარელში, სოფელ შილდაში მეღვინეობა „ნელქარისის" გახსნას დაესწრება.


„მეგობრების მარნის" მეღვინეობა „ნელქარისი" ღვინის ქარხანას, მაღაზიას, მარანსა და რესტორანს აერთიანებს.
„მეგობრების მარანი" ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში 2014 წელს აშენდა. საწარმო „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამის ბენეფიციარია და 600 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხით სარგებლობს. კომპანია ყოველწლიურად 150 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომელიც იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე აზერბაიჯანში, ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.


„მეგობრების მარანი" 33 ჰექტარ მიწას ფლობს, რომლის 22 ჰექტარზე ვენახია გაშენებული. საწარმოში განხორციელებულია 4 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის ინვესტიცია და ჯამში 75 ადამიანია დასაქმებული.