საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 26 ნოემბრის მთავრობის სხდომა

2008 წლის 26 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 34 საკითხი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინიტრმა ყურადღება გაამახვილა საპატრიარქოსთვის ქონების გადაცემის საკითზე. მთავრობის სხდომას ესწრებოდნენ მეუფე თეოდორე და მამა ანდრია. გრიგოლ მგალობლიშვილი მიესალმა საპატრარქოს წარმომადგენლებს და განმარტა, რომ "უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს საპატრიარქოსთან ჩატარდა აქტიური მუშაობა, რათა განსაზღვრულიყო ის ქონება , რომელსაც ჩვენ ამ ეტაპზე გადავცემთ საქართველოს საპატრიარქოს და რომელიც ეკუთნოდა საქართველოს ეკლესიას. "

ეკატერინე შარაშიძე
"ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საპატრიარქოსთან, იმისთვის, რომ ერთის მხრივ გადავცეთ ის ქონება, რომლიც კონკორდატით არის დადგენილი და ოდესმე ეკუთვნოდა საპატრიარქოს და მეორეს მხრივ გადავცეთ ის ქონება, რომლიც ხელს შეუწყობს საქართველოში ეკლესიის მნიშვნელობის გაძლიერებას. მინდა წარმოგიდგინოთ დაახლოებით 25 დასახელების ობიექტი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: წყალტუბოში, ზუგდიდში, ნინოწმინდაში, თეთრი წყაროში, ხელვაჩაურში. ხობის მუნიციპალიტეტში, ყაზბეგში, ქუთაისში, ბოლნისში, დუშეთში, რუსთავში. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად გადავცეთ საპატრიარქოს სასურველი დამატებითი ქონება.

პრემიერ-მინისტრმა დასასრულს აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი კომუნიკაცია ხალხთან რათა ყველა საკითზე რაზეც მთავრობა მუშაობს საზოგადოება უკეთ უნდა იყოს ინფორმირებული.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი