2008 წლის 5 ნოემბრის მთავრობის სხდომა

2008 წლის 5 ნოემბერს გაიმართა მთავრობის სხდომა. დღის წერიგში შეტანილი იყო 25 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტის განხილვის თემაზე. " მე მინდა, რომ თითოეულ თქვენთაგანს კარგად ჰქონდეს გათვიცნობიერებული თუ რა სახის ბიუჯეტით უნდა წარვსდგეთ 2009 წელს. ეს უნდა იყოს ბიუჯეტი, რომელიც რეალურად ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რომელიც შექმნის იმ გარემოს იმ მასტიმულირებელ ფაქტორებს ჩვენს ეკონომიკაში, რაც დაასაქმებს ჩვენს ხალხს. ამისთვის მინდა მოგიწოდოთ, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის პერიოდში უფრო მეტი ურთიერთობა გქონდეთ თქვენს დარგში დასაქმებულ ადამიანებთან, რათა რეალურად ვიცოდეთ ის ციფრები, რომელიც თქვენთან არის წარმოდგენილი და რამდენად აისახება იგი ხალხზე. ჩემი მოწოდება და მოთხოვნა არის, რომ უფრო აქტიურად ვიურთიერთოთ ჩვენს მოქალაქეებთან". აღნიშნა გრიგოლ მგალობლიშვილმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი