2008 წლის 16 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

2008 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 33 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ დაწვრილებით მოუთხრო აშშ ( ვაშინგტონსა და ნიუ-ორკში) ვიზიტის დეტალებზე.

ვლადიმერ გურგენიძემ აღნიშნა, რომ ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ამერიკის მთავრობასთან. "ყველაფერი იქით მიდის, რომ ოქტომბრის ბოლომდე გაფორმდება ყველა ის ხელშეკრულება და დამთავრდება ყველა ის პროცედურა, რაც საჭიროა ამერიკული დახმარების საქართველოში შემოსასვლელად. ძალიან დიდი მადლობა ამერიკის ხაზინას და ყველა სხვა უწყებას, რომელიც ამ საქმეში ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებს. მიუხედავად მილიონი პრობლემისა თუ საჭირბოროტო თემისა, რომელიც მათ ამ ბოლო კვირეებში დაატყდათ თავს საქართველო არავის არ დავიწყებია.

ჩვენ გვქონდა შეხვედრები მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან პიტერ სემნებთან , მის კოლეგებთან. მსოფლიო ბანკი, როგორც ყოველთვის მზად არის ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან . დონორების კონფერენციის შემდეგ , რომელიც 22 ოქტომბერს არის დაგეგმილი, გადავალთ დეტალურ განხილვაზე თუ რა პროექტებს დააფინანსებს მსოფლიო ბანკი საქართველოში. მსოფლიო ბანკის შემთხვევაში პრიორიტეტები არის ინფრასტრუქტურა, გზები და ა.შ . საუბარია რამოდენიმე ასეული მილიონი დოლარის სხვადასხვა პროექტებზე 2-3 წლიან პერსპექტივაში.

გარდა ამისა ჩვენ შევხვდით საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის და ევროპის განვითარებისა და რეკონსტუქციის ბანკის ხემძღვანელობას, ორივე ორგანიზაცია კიდევ უფრო გააქტიურდა და ჯამურად 400-500 მილ დოლარის ინვესტიციებზე გვქონდა საუბარი. განიხილება კონკრეტული პროექტები ქართულ კომპანიებთან , ქართულ ბანკებთან, მათი დაფინანსების კუთხით. წლის ბოლომდე სავარაუდოდ უნდა ველოდოთ 200 მილ დოლარის შემოდინებას.

ანალოგიური სიტუაციაა ოპიკთან . ოპიკი ამერიკის მთავრობის ანალოგია, ოპიკი იხილავს 150 მილ დოლარის საინვესტიციო პროექტებს. გვქონდა შეხვედრები სავალუტო ფონდში. სავალუტო ფონდი ძალიან დაკავებულია მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, რომელიც წამყვანმა სახემწიფოებმა წარმატებით გადაჭრეს. სამწუხაოდ ზოგიერთი პატარა ქვეყანა ვერ აღმოჩნდა მომზადებული ამ გლობალური გამოწვევისთვის, მაგალითად ისლანდია. ჩვენი სამუშაო სავალუტო ფონდში დავამთავრეთ სექტემბის თვეში, მივიღეთ 750 მილ პროგრამა, სხვა ქვეყნები ამჟამად შეუდგნენ ანალოგიური ღონისძიებების ჩატარებას.

მილენიუმის პროგრამით 100 მილ დოლარის გამოყოფაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ეს პროექტები თებერვლიდან დაიწყება.

აჟამად ჩვენ სრული დატვირთვით დონორთა კონფერენციისათვის ვემზადებით. საუბარია, რომ რაც შეიძლება კარგად ჩატარდეს დონორთა კონფერენცია და ბევრი მნიშვნელოვანი ქვეყანა დაესწროს ." განმარტა ვლადიმერ გურგენიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ უწყებას და ადვოკატებს, რომლებმაც განაპირობეს საქართველოს გამარჯვება ჰააგაში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინე ტყეშელაშვილი: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ცნეს ოკუპანტ ძალად, იმ ტერიტორიებზე, რომელსაც ის ფლობს, იგულისხმება სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. იმ კონტროლიდან გამომდინარე, რომელსაც ის ახორცილებს ამ რეგიონებში მას ეკისრება უპირობა ვალდებულება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ეს ჩვენი იურიდიული სამსახურების ძალიან დიდი წარმატერბაა. "

იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია- "ეს არის საქართველოს ხელისუფლების წამატება. ამ საკითხზე იმუშავეს იუსტიციის, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა, პროკურატურამ, ცალკეულმა უწყებებმა. წინ კიდევ ძალიან დიდი სამუშაოა., მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამუშაო რომელიც შესრულდა ძალიან ხარისხიანად, იყო წარმატების წინაპირობა. საბოლოო ჯამში ეს არის საქართველოს წარმატება. გამარჯვება განაპირობა იმან, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე. გამარჯვების მიღწევა იყო ძალიან რთული 7 ხმა 8 წინააღმდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ასეთი მაღალი მოლოდინი ამ გადაწყვეტილების მიმართ არ გვქონდა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი