საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

2008 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 25 საკითხი. .დღის წესრიგი

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ კვირაში დასრულდება მუშაობა პარტნიორებთან, დონორებთან, იმ საჭიროებების დადგენაზე თუ რისკენ უნდა იყოს მიმართული მათი დახმარება. "ძალიან დიდი მუშაობა გასწიეს მსოფლიო ბანკის ეგიდის ქვეშ დონორებმა, სხვადასხვა ორგანიზაციებმა, მთავრობის წევრებმა, რისთვისაც მადლობას გიხდით. საბოლოო სურათი 22 ოქტმობერს ბრიუსელის კონფერენციის დროს გამოიკვეთება, თუმცა ამ კვირის ბოლოს საკმაოდ თვალნათლივ გვეცოდინება თუ როგორია შემდეგი 18 თვის მანძილზე გაწერილი ძირითადი საჭიროებები იმ დახმარებებისა, რასაც ჩვენ ველით. იმისდა მიხედვით, თუ როგორ დასრულდება ეს პროცესი საბოლოო ციფრებს მივაწოდებთ საზოაგადოებას. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაო დიდ ციფრებზეა საუბარი" -აღნიშნა პრემიერ-მინსიტრმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი