საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 3 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

2008 წლის 3 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგით განიხილებოდა მხოლოდ ერთი საკითხი, ცვლილებები 2008 წლის ბიუჯეტში. ვლადიმერ გურგენიძის განცხადებით 2008 წლის ბიუჯეტში ცვლილებების საბოლოო ვარიანტის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მისი თქმით საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო შექმნილ ვითარებაში. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მთვრობას ფინასური მხარდაჭერისთვის. სავარაოდოდ საქართველოს ბიუჯეტისთვის თანხები მიმდინარე წელსვე იქნება გამოყოფილი.

პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია 22 ოქტომბერს, ბრიუსელში დანიშნულ დონორთა გლობალური კონფერენციის შესახებ. "ეს არ იქნება მხოლოდ ევროპის ქვეყნები და აშშ, მრავალი სხვა ქვეყანაა მიწვეული აღნიშნულ კონფერენციაზე. უკვე შეიძლება წინასწარ ბევრ ჩვენს მეგობარს და პარტნიორს მადლობა ვუთხრათ მრავალმხირვი მხარდაჭერისა და ძალისხმევისათვის, მათ შორის ფინანსური კუთხით. "

სხდომაზე ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე გამოვიდა ინიციატივით გორის ცენტრალური მოედნიდან აღებულ იქნას სტალინის ძეგლი. "ჩვენ არ ვებრძვით ისტორიას, წარსულს, მაგარამ ვფიქრობ, რომ დღევანდელ დემოკრატიულ თავისუფალ საქართველოში ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისი ლოგიკური ადგილი. გამოვდივარ ინიციატივით გორში შევქმნათ ოკუპაციის მუზეუმის ფილიალი, სადაც უნდა იქნას გადატანილი სტალინის ძეგლიც." დროული და უპრიანი უწოდა პორემიერ-მინსიტრმა გიორგი ბარამიძის წინადადებას.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი