საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 11 სექტემბრის სხდომა

2008 წლის 11 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა.

სხდომის დაწყებამდე საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ დამსწრეთ მოახსენა, რომ დღევანდელ სხდომაზე განიხილება ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი - 2008 წლის ბიუჯეტში ცვხლილებების შეტანის შესახებ. "დადგა ის დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ პირველი მონახაზი და პარლამენტთან დავიწყოთ ამ თემაზე მუშაობა. რაც დრო გადის, მით უფრო იკვეთება დახმარების კონტურები, რომელიც ჩვენი მეგობრებისგან მოდის. უკვე გამოიკვეთა იმ მილიარდი დოლარის პირველი რამდენიმე ტრანში, რომელსაც ამერიკის მთავრობა გვპირდება. მაგალითად, მათ უკვე გააკეთეს განცხადება მილენიუმის პროგრამით 100 მლნ-ის დამატებასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროპასთან დაწყებულია უშუალო დისკუსიები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახემ. "ეს პროცესია, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ ამ პროცესის დასრულებისთანავე საქართველო ფაქტობრივად გახდება ძალიან მჭიდროდ ინტეგრირებული ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში. ანალოგიური დისკუსიები იწყება ამერიკულ მხარესთან. 1 ოქტომბერს საქართველოში ჩამოდის ამერიკის დელეგაცია, რომელთანაც გაიმართება შეხვედრები თავისუფალი ვაჭრობის და სხვა მსგვს თემასთან დაკავშირებით," - აღნიშნა ვლადიმერ გურგენიძემ.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი