საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 11 აგვისტოს სხდომა

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ გა­ნ­სა­კუ­თ­რებით აღნიშნა ის თანადგომა, რომელიც დღეს საქართველოს მიმართ გა­მოხატეს სა­ე­რ­თა­შო­რი­სო ორგანიზაციებმა, კერძოდ, მსოფლიო ბანკმა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა. ორივე ამ ორგანიზაციამ, ჩვენმა უდი­დესმა დონორებმა და პა­რ­ტ­ნი­ო­რე­ბ­მა მრავალი წლის განმავლობაში, თქვა მან, დღეს გაავრცელეს სათანადო გა­ნ­ც­ხა­დე­ბე­ბი. მაგალითად, მსოფლიო ბანკის რელიზში ნათქვამია, რომ მსოფლიო ბანკს სურს გა­მო­ხა­ტ­ოს თავისი რწმენა ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური საფუძვლების არსებობაში, რომ სა­ქა­რ­თ­ვე­ლ­ოს მთავრობა განაგრძობს ეკონომიკური მართვის ჯანსაღ კურსს და იგი კვლავაც დაუჭერს მხარს საქარ­თველოს წამოწყებული რეფორმების განხორციელებაში. შეგახსენე­ბთ, რომ წლების განმავლობაში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში ინვესტირებული ან ქვეყ­ნისათვის გამოყოფილი თანხა ერთ მილიარდ დოლარს აღემატება. დღეისათვის ინ­ვე­ს­ტი­რე­ბუ­ლია 135 მილიონი დოლარი. ბოლოს, ისინი თავიანთ რელიზში დასძენენ, რომ სა­ქა­რ­თ­ვე­ლ­ოს რეფორმების აღიარების ნიშნად მსოფლიო ბანკი განიხილავს ახალი კრე­დი­ტე­ბ­ის გაცემას 300-350 მილიონი დოლარის ოდენობით, რათა მომდევნო 12 თვის გა­ნ­მა­ვ­ლო­ბა­ში დაეხმაროს მთავრობას რეფორმების კურსის გაგრძელებასა და საქართველოს კრ­ი­ტი­კ­ული ინფრასტრუქტურის რეალიზაციაში, რაც მოიცავს გზებს, მუნიციპალურ სა­მუ­შა­ო­ე­ბს და ა.შ. ჩვენ ადრეც ბევრს ვსაუბრობდით ინფრა­სტრუქტურის თემატიკაზე. ბუ­ნე­ბ­რი­ვ­ია, ბევრი იყო გასაკეთებელი, შესაძლოა ახლა კი­დევ უფრო მეტია, მაგრამ ამას ნამდვილად გავაკეთებთ. საქართველო დღეს ას­რულებს და მომავალშიც შეასრულებს თავის რე­გი­ო­ნ­ულ სატრანზიტო ფუნქციებს.
შემდეგ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონ­ს­ტ­რუ­ქ­ცი­ის ბანკის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბოლო რამდენიმე წლის გან­მავლობაში სა­ქა­რ­თ­ვე­ლ­ოს ეკონომიკამ სწრაფი პროგრესი განიცადა რეფორმების კუთხით. საუბარია ჩვენი სა­ბა­ნ­კო სექტორის სიძლიერესა და დინამიზმზე. ბოლოს, ისინი აღნიშნავენ საკუთარ როლს საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში. მრავალი ასეთი პრო­ე­ქ­ტი განხორციელდა პორტებში, აეროპორტებში, წყალმომარაგების კომპანიებში, ენე­რ­გე­ტი­კა­სა და მის დისტრიბუციაში, რკინიგზაში, საქალაქო ტრანსპორტსა და გზებზე. ბუ­ნე­ბ­რი­ვ­ია, ამ ძალიან მნიშვნელოვან ორგა­ნიზაციასთან კიდევ უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ. ეს არის ძალიან მნიშვნე­ლოვანი, დროული განცხადებები და დიდი მადლობა მათ, თუმცა ვი­ტ­ყვი, რომ სა­ქართველომ ნამდვილად დაიმსახურა ასეთი თანადგომა იმ რეფორმებიდან გა­მო­მ­დინარე, რომლებიც განხორციელდა ჩვენს ეკონომიკაში ბოლო რამდენიმე წლის გა­ნ­მა­ვ­ლო­ბა­ში.
რომ დავუბრუნდეთ ჩვენს სატრანსპორტო ლოგისტიკურ და სატრანზიტო ფუნქცი­ე­ბს, განაგრძო მან, ყველაფერი გამართულად მუშაობს. მცირე შეფერხებები იყო, მაგრამ ის­ი­ნი დროულად და ეფექტიანად იქნა აღმოფხვრილი. პრემიერ-მი­ნისტრმა კმაყოფილება გამოხატა რეაგირების სისწრაფის ხარისხით და აღნიშნა, რომ ფოთის პორტი დღეს მთელი დღის განმავლობაში ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობ­და, რამდენიმე გემი გადმოიტვირთა, კი­დ­ევ მრავალი გემი დგას რეიდზე, რომლებიც თავიანთ რიგს ელოდებიან.

აღნიშნული კომენტარიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკური განვითა­რე­ბ­ის მინისტრმა ეკა შარაშიძემ თქვა, რომ ფოთის პორტის ოპერირება სრულად აღდგენილია. იქ შევიდა 15 გემი, თითოეულ ნავმისადგომთან ორ-ორი გემი იდგა. დღეს მოხდა მათი სრ­უ­ლად გადმოტვირთვა და ჩატვირთვა. ასევე ოპერირებს ბათუ­მის პორტი, ხოლო ყულევის პორტი ელოდება ერთ-ერთ გემს ჩასატვირთად. გამარ­თულად ოპერირებს რკინიგზა. ყვე­ლა ტვირთი, რომელიც იქნა გადმოზიდული პორ­ტებიდან, მოძრაობს ჩვეულებრივ რე­ჟი­მ­ში. როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო რკინგიგზა მუშაობს. ამ ეტაპზე რკინიგზაზე შე­ფე­რ­ხებები არ არის. რაც შეეხება აეროპორტს, თქვენ იცით, რომ დღეს დილით ზიანი მი­ა­დ­გა სანავიგაციო რადარს თბილისის მახლობლად. ჩვენ მივიღეთ ზომები, რომ ჩა­გ­ვე­ნა­ც­ვ­ლე­ბი­ნა არსებული რა­დარი. გარდა ამისა, ორი სარეზერვო რადარი ჩავრთეთ, რომლებსაც ახ­ლა ვიყენებთ და დაზღვეული ვართ, რომ სამოქალაქო ფრენებს შეფერხებები არ ექნება.
შემდეგ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საბაჟო უწყება მუშაობს, ტვირთების გა­და­ა­დ­გი­ლება ორივე მიმართულებით, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართუ­ლე­ბ­ით ჩვეულებრივ რეჟიმში ხდება. იგი დაინტერესდა ფინანსთა სამინისტროს მუშაობით, რაზეც ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა უპასუხა, რომ სამინისტროს ყველა სტრუქტურა შე­უ­ფე­რ­ხე­ბ­ლად ფუნქციონირებს, მათ შორის, საგადასახადო, სა­ბა­ჟო. ტვირთბრუნვა თითქმის იგი­ვე დონეზეა, ოდნავ შემცირდა, რადგან გარ­კვეულწილად შემცირდა სატრანზიტო ტვი­რ­თ­ბ­რუ­ნ­ვა. თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, აქეთაც და იქითაც ხორციელდება საექსპორტო და საიმპორტო ტვირთების უპრობლემო გატარება.

შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა ჯანმრთელობის დაცვის სი­ს­ტე­მა­ში არსებული მდგომარეობით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალე­ქ­სა­ნ­დ­რე კვიტაშვილმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მათი კუთხით დიდი ცვლილება არ არის. გუშინდელთან შედარებით მცირედ მოიმატა დაჭრილების რაოდენობამ. სა­ა­ვა­დ­მ­ყო­ფო­ე­ბი მუშაობენ მაქსიმალური დატვირთვით, ძალიან კარგად, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს. არის ერთი სირთუ­ლე, განაგრძო მინისტრმა. კერძოდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ შესვლას კონფლიქტის ზო­ნაში, რათა კორიდორის მეშვეობით გა­მო­ვი­ყ­ვა­ნ­ოთ დაჭრილები. რამდენიმე საერთა­შო­რისო ორგანიზაციის მცდელობის მიუხედავად, მათ შორის წითელი ჯვრისა, რუსეთისაგან ვერ მივიღეთ თანხმობა კორიდორის გა­სა­ხ­ს­ნე­ლ­ად არათუ საქარ­თველოს ტერიტორიიდან, არამედ ვლადიკავკაზიდანაც. გუშინ, დღის ორი საათიდან ჩვენი სამსახურები მობილიზებული იყვნენ საზღვარზე გორის რაიონის გა­ყო­ლებით, რომ შესულიყვნენ კონფლიქტის ზონაში, ველოდებოდით მათ თანხმობას, მა­გ­რამ ეს არ მოხერხდა. აქედან გამომდინარე, ის ციფრი, რომელიც გუშინ დავასახელე, 94 დაღუპული ადამიანი, ისევ რჩება, რადგან სხვა ახალი მონაცემები არ მაქვს.

შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სთხოვა სოფლის მეურნეობის მი­ნისტრს ბა­კურ კვეზერელს ინფორმაციის წარმოდგენა სურსათით მომარაგების შესახებ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბ.კვეზერელმა თქვა, რომ არანაირი შეფერ­ხება არ არის როგორც წარმოების, ისე რეალიზაციის და სადისტრიბუციო ქსელე­ბის თვა­ლ­სა­ზ­რი­ს­ით. სურსათი სტაბილურად მიეწოდება ყველა სავაჭრო ობიექტს და შესაბამისად, მი­მ­დი­ნა­რე­ო­ბს ვაჭრობა. პანიკის არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რადგან ყველაფერი შე­უ­ფე­რ­ხე­ბ­ლად მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს წა­რ­მო­დ­გე­ნი­ლი ინფორმაციებისათვის.



საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი