საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 9 აგვისტოს სხდომა

2008 წლის 9 აგვისტოს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა.
სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ სთ­ხო­ვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ალე­ქ­სა­ნ­დ­რე კვიტაშვილს დამსწრეთ ინფორმირება კონფლიქტის რეგიონში დაღუ­პულ­­თა რა­ო­დე­ნ­ო­ბ­ის შესახებ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალე­ქ­სა­ნ­დ­რე კვიტაშვილმა დამსწრეთ აცნობა, რომ ამ დროისთვის დაღუპულია 55 კაცი, მათგან 15 მშ­ვი­დო­ბი­ა­ნი მოქალაქე და 40 სამხედრო მოსამსახურე. ძალზე შემაშფოთებელია ის, რომ განაგრძო მან, ბოლო, დაახლოებით 18 საათის განმავლობაში კონფლიქტის ზონის გარეთ დაზარალებულთა და დაღუპულთა რაოდენობა მატულობს. დაზარა­ლებულების დიდი შე­მო­დი­ნე­ბა არის სენაკიდან და სხვა ადგილებიდან, სადაც მოხდა ავიადაბომბვა. დღეს დი­ლ­ით გორში ავიაშეტევის დროს განადგურდა სასწრაფო დახმარების პუნქტი, რომლის ერთი ექიმი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი, გადმო­ყვანილია თბილისში. წარმოუდგენელი შე­მ­თ­ხ­ვევაა, როცა პირდაპირი, მიზანმიმარ­თული დარტყმა ხდება სამედიცინო ობიექტზე, რო­მე­ლ­ს­აც აქვს შესაბამისი გან­მასხვავებელი ნიშანი. მინდა მადლობა გადავუხადო ექიმებს, რო­მ­ლ­ე­ბიც ძალზე ეფექტიანად მუშაობენ, თუმცა, სამწუხაროდ, დაღუპულების რაოდენობა 55-ს შეად­გენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნით დამსწრეთ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შრომის, ჯანმრთელობსა და სოციალური დაცვის მინისტრს სთხოვა მასმედიის საშუალებებით საზოგადოების პერიოდულად ინფორმირება და­ღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის შესახებ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო სისტემა კარგად მუშაობს, თუმცა ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალზე მძიმე გა­მ­ოცდის წინაშე იმყოფება. პრემიერ-მინისტრმა მადლო­ბა გადაუხადა მედიცინის დარგის მუ­შა­კ­ებს გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისათ­ვის და იმედი გამოხატა, რომ თანდათან მო­ი­კ­ლე­ბ­ს როგორც დაღუპულთა, ისე დაჭ­რილთა რაოდენობა და ეს მალე მოხდება.
მან ასევე საგანგებოდ აღნიშნა შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის შე­ნაერთების უპრეცედენტო გმირობა, ხაზი გაუსვა მათ გამძლეობას, სიმტკიცეს, პრო­ფესიონალიზმს და მოტივაციას, რაც არაერთხელ გამოავლინეს ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში და უს­უ­რ­ვა, რაც შეიძლება მალე მშვიდობითა და გამარჯვებით შინ დაბრუნება.
შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს მოვიწვიეთ მთავ­რო­ბ­ის სხდომა, რათა ვისაუბროთ საგანგებო რეჟიმსა და საომარ ვითარებაში გა­ნ­სა­ხო­რ­ცი­ე­ლ­ე­ბ­ელ ღონისძიებებზე, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის ყველა რგოლის შე­უ­ფე­რ­ხებლად მუშაობისათვის რუსეთის ფართომაშტაბიანი აგრე­სიის პირობებში. ჩვენი ენ­ე­რ­გე­ტი­კ­ის სისტემა მუშაობს შეფერხებების გარეშე. ეს ეხება როგორც ელექტრო-, ისე გა­ზ­მო­მა­რა­გე­ბ­ას. ბუნებრივია, გვაქვს სათანადო გათ­ვლები და გეგმები, თუ როგორ ვი­მო­ქ­მე­დ­ოთ რუსეთის ბომბდამშენების მიერ ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის დაბომბვის შე­მ­თ­ხ­ვე­ვა­ში. ჯერჯერობით ასეთი ფაქ­ტები არ დაფიქსირებულა, თუმცა უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის თვით­მფრინავებმა დაბომბეს ჩვენი სტრატეგიული მილსადენები. მი­ლ­სა­დე­ნე­ბი დაზიანებუ­ლი არ არის, მაგრამ მათ შორიახლოს ჩამოგდებულ იქნა ჭურვი, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი გადავიდნენ სტრატეგიული ობიექტების დაბომბვაზე. მილსადენს, მი­უ­ხე­დავად მისი გლობალური მნიშვნელობისა, არანაირი სამხედრო ტაქტიკური მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს. ეს არის კიდევ ერთი საკმაოდ მკაფიო ფაქტი იმ ბარ­ბაროსული კამპანიისა, რო­მელიც რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ დაიწყო. მინდა დაგარ­წმუნოთ, რომ ყველა ობიექტი მწ­ყო­ბ­რ­შია, მუშაობს, მთელი სისტემა მობილე­ზებულია და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გე­გ­მე­ბი, თუ როგორ ვიმოქმედოთ ამ დარგის ობიექტების დაზიანების შემთხვევაში.
გუშინ მთელი დღის განმავლობაში ასევე შეფერხებების გარეშე მუშაობდა სა­ტ­რა­ნ­ს­პო­­რ­ტო სისტემა. იგი დღესაც გამართულად ფუნქციონირებს, გარდა იმ გამო­ნაკლისისა, სა­დ­აც ფიზიკურად მოხდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პატარა ნაწილისა თუ უბნის და­ზიანება. ამის მცდელობა ნამდვილად იყო რუსეთის ავია­ძალების მიერ და მო­სა­ლო­დ­ნე­ლ­იც არის, ვერ გამოვრიცხავთ მათ კვლავ განმეო­რებას. სატრანსპორტო სისტემა მუშაობს, ხოლო დაზიანებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება შე­კე­თე­ბუ­ლი. ეკონომიკური განვითარების სა­მინისტრო და მისი შესაბამისი უწყებები ამუშავებენ გე­გ­მებს, თუ რა უნდა გაკეთდეს ძალიან მოკლე დროში ამგვარი დაზიანებების მა­ქ­სი­მა­ლ­უ­რ­ად და ეფექტიანად აღმო­საფხვრელად.
შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სოფლის მეურ­ნეობის სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამი­ნისტროს ეფე­ქ­ტი­ა­ნი საქმიანობა, რომლის შედეგად შექმნილია ძირითადი სტრატე­გიული საკვები პრო­დ­უ­ქ­ტე­ბი­სა და სამოქალაქო მოხმარებისთვის განკუთვნილი საწ­ვავის რამდენიმე თვის მა­რა­გი. აუცილებელია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ამის შე­სახებ იცოდნენ. აღსანიშნავია, რომ გუ­შ­ინ და დიდწილად დღეს არ ყოფილა პრო­დუქტების მასობრივი პანიკური შესყიდვები. და­რ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასეც გაგრძელდება, რადგან პანიკის არავითარი საფუძველი არ არ­სე­ბ­ო­ბს. მარაგები არის და თუ გაიხსენებთ ჩვენს სტრატეგიულ ადგილმდებარეობას, თუ და­ხე­დ­ავთ რუქას, თუ გაითვალისწინებთ იმას, რაც ახლახანს მოგახსენეთ სატრანსპორტო ინ­ფ­რა­ს­ტ­რუქ­ტურის მდგრადობის შესახებ, თავად დაასკვნით, რომ არა თუ პანიკის, არამედ არა­ნაირი ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს, რომ ეს მარაგები გამოილევა რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ მიმართულებით ეს სამი სამინისტრო ძალზე დაძაბულად მუშაობს.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განხილულ იქნება საკითხი საომარი ვითარების პირობებში განსაკუთრებული შესყიდვის რეჟიმის შესახებ, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური წარმოადგენს. ეს გათვალიწინებულია კანონით ,,საომარი მოქმედებების შე­ს­ა­ხებ". ფინანსთა სამინისტროს ექნება განსაკუთრებული უფლებები აწარმოოს შე­ს­ყი­დ­ვე­ბი. ამისათვის პირველ ეტაპზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნება რვა მილიონი ლარი, ხოლო შემდგომ, თუ საჭირო იქნა, იმდენი, რამდენიც დაგვჭირდება.
იმ არაორდინალურ და მძიმე მდგომარეობაში, რომელშიც ვიმყოფებით, განსა­კუთ­რ­ე­ბით აღნიშვნის ღირსია ის, რომ მიუხედავად საინფორმაციო ფონისა და ვითა­რებისა, რო­მე­ლ­იც შეიქმნა, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კარგად იმუ­შავა და ამ­ა­ვ­დ­რო­უ­ლ­ად, არ შენელებულა ინვესტორთა ინტერესი საქართველოს მი­მართ. გუშინ სა­პ­რი­ვა­ტი­ზა­ც­იო აუქციონებზე გაიყიდა 14 სხვადასხვა ობიექტი, ასევე გაიყიდა გაკოტრების რე­ჟი­მ­ში მყ­ოფი ერთი ობიექტი. ამ პრივატიზაციიდან შემო­სულმა თანხამ 6 მილიონი დოლარი და 3 მი­ლიონი ლარი შეადგინა.
კიდევ ერთი ფაქტი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს და სა­თა­ნა­დ­ოდ გაიაზროს. მინდა მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწ­ყე­ბ­ებს, მინისტრს, გუშინ დაფიქსირდა გადასახადების უპრეცედენტოდ მაღალი შე­მო­დი­ნე­ბა 24,7 მილიონი ლარის ოდენობით. ცნობისათვის, ტიპიურად საშუალო სამუშაო დღეს გა­დასახადების საშუალო შემოდინების დონე მერყეობს 15-20 მილიონი ლარის ფარგლე­ბ­ში. მაგალითად, აგვისტოს მშვიდობიან დღეებში გუშინდელისგან განსხვავებით, 17 მილიონ ლა­რზე მეტი არ შემოდიოდა. გუშინ 24,7 მილიონი ლარი შემოვიდა ანუ თითქმის 50%-ით მე­ტი. ფინანსთა სამინისტროს ყველა სტრუქტურა მობილიზებულია, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ეფექტიანად და დარწმუ­ნებული ვარ, ასევე გააგრძელებს საქმიანობას.
მინდა მივმართო გადასახადების ყველა გადამხდელს საქართველოში, ქვეყნის ყველა მოქალაქეს, იურიდიულ პირს, ადგილობრივს თუ უცხოელს, რომლებიც აქ ეწევიან ბიზნესს და იხდიან გადასახადებს, ბოლო ორი დღის მოვლენების ფონზე თქვენ თვალნათლივ ხე­და­ვთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იმ გადასახადებებიდან შემოსული ყოველი ლარი, რო­მელსაც თქვენ იხდით. თქვენ იცით, რომ საქართველოს ხელისუფლება დაბალი და მა­რ­ტი­ვი გადასახადების მომხრეა, რომ ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი და ეფექტიანი სა­გა­და­სა­ხა­დო სისტემაა მთელს ჩვენს სამე­ზობლოში, მთელს აღმოსავლეთ ევროპაში. ის გა­და­სა­ხ­ა­დე­ბი, რომლებიც იკრიბება, ხმარდება არამარტო სიღარიბის დაძლევას, ქვეყნის გა­ნ­ვი­თ­ა­რე­ბ­ას, ინფრასტრუქ­ტურის შექმნას და გაძლიერებას, არამედ როგორც ხედავთ, ასევე ხმ­ა­რ­დე­ბა ეფექ­ტია­ნი, პროფესიული, მაღალკვალიფიციური და ძალიან კარგად აღჭურვლი შე­ი­ა­რაღებული ძალების შექმნას. ეს ყოველი თქვენგანის დამსახურებაა. დარწმუნებული ვარ, ამ დღეებში, მიუხედავად ამ პერიოდის სირთულისა, გადასახადების აკრეფა გაგრძელდება ისევე ეფექტიანად, როგორც აქამდე ხდებოდა.

შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სთხოვა საქართველოს ფინანსთა მი­ნი­ს­ტრს ნიკა გილაურს ინფორმაციის წარმოდგენა საბაჟო უწყების მუშაობის შე­სახებ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ საბაჟო უწყება მუშაობს ისევე, რო­გ­ორც ის ფუნქციონირებდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. საბაჟო უბნებზე არანაირი შე­ფე­რ­ხე­ბე­ბი არ არის, სიმშვიდეა და ამ და საგადასახადო მიმართუ­ლებით პრობლემები არ გვაქვს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ფინან­სთა მი­ნ­ი­სტრს მოწოდებული ინფორმაციისათვის და თქვა: მინდა ასევე შევეხო სა­ქართველოში სა­ბა­ნ­კო სისტემის მუშაობას, რომელიც გუშინ და დღესაც აბსოლუ­ტურად გამართული იყო. ამა­ში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ ახლა თვალნათლივ გამოჩნდა, სისტემის მდგრადობა იმ­დენად მაღალია, რომ შეუძლია საომარ ვითა­რებასაც კი გაუძლოს ყოველგვარი პრ­ო­ბ­ლე­მე­ბი­სა და გართულების გარეშე. სხვათა შორის, ეროვნული ბანკი წავიდა მნიშვნელოვან, დრ­ო­ულ, ეფექტიან ნაბიჯზე და დღესაც გახსნა და ჩაატარა თბილისის სავალუტო ბირჟის ვა­ჭ­რო­ბა. ჩემდა გასაკ­ვირად, შეიძლება ნაწილობრივ მძიმე ფონის გამო, დღეს სავალუტო ბი­რ­ჟის ვაჭ­რობაზე დაფიქსირდა ლარის კურსის მცირეოდენი, მაგრამ მაინც გამყარება 30 მე­ა­თა­სედით. მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები პრაქ­ტიკულად შეადგენს 1,5 მილიარდ დოლარს, რაც უცვლელია ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში წინა თვის ბოლოსთან შედარებით. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ამ გაზაფხულზე ჩვენთან ჩა­მო­ყალიბდა სტაბილური განვითარების ფონდი და მომავალი თაობების ფონდი, სადაც და­მა­ტე­ბ­ით კიდევ 370 მილიონი დოლარია. ქვეყანაში არის სიმტკიცე, მდგრადობა, შექმნილია როგორც სტრატეგიული საკვები პროდუქტების, ისე საწვავის მარაგი, არის ფული, მდ­გ­რა­დი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, შე­საბამისი უწყებების მზაობა, რომ დაზიანების შე­მ­თ­ხ­ვევაში ეს ინფრასტრუქტურა მაქ­სიმალურად მოკლე ვადებში აღდგეს, ყველა სა­მ­თა­ვ­რ­ო­ბო უწყება ეფექტიანად მუშაობს, ჩამოყალიბებულია გადასახადების აკრეფის მაღალი დო­ნე და კულტურა, ჩვენი ეკონომიკა ყველანაირად მზად არის ამ გამოცდისათვის.
გისურვებთ ყველას ასევე წარმატებით გააგრძელოთ მუშაობა.გმადლობთ.



საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი