საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 30 ივლისის სხდომა

2008 წლის 30 ივლისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 45 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ და­მ­ს­წ­რეთ აცნობა, რომ დღეს მთავრობა შეუდგება 50-თვიანი სამთავრობო პროგრამის გა­ნ­ხილვას, რაც დაახლოებით ერთ კვირას გაგრძელდება. ამ პერიოდში მთავრობის წევრები წარმოადგენენ საკუთარ კომენტარებსა და მოსაზრებებს, რომლებიც შეჯერდება და აგ­ვი­ს­ტ­ოს მეორე ნახევრისათვის პროგრამის საბოლოო ვარიანტი საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ივლისში ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდა ლონდონში, ბოსტონსა და ნიუ-იორკში, სადაც გაიმართა შეხვედრები მსხვილ ინვესტორებთან. მან თქვა, რომ შე­ხ­ვ­დ­ნენ დაახლოებით 27 მსხვილი საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ ისინი გულდასმით ადევნებენ თვალყურს ყოველივეს, რაც აქ ყოველდღიურად ხდება. ამავდროულად, ისინი ძალზე დადებითად აფასებენ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩვენი ეკონომიკური საქმიანობის შედეგებს, იმ ზრდას (9,3 %), რომელიც გვქონდა. ძალიან დადებითად აფასებენ იმ ფაქტს, რომ, ჩვენი მეზობლებისაგან განსხვავებით, შევძელით ინ­ფ­ლა­ციაში გარდატეხის შეტანა და ამჟამად, ჩვენთან არსებული ინფლაციის მაჩვენებელი ყვე­ლაზე დაბალია რეგიონში. ასევე, ძალზე დადებითად არის შეფასებული ის, რომ მიუ­ხე­და­ვ­ად ძალიან დატვირთული პოლიტიკური სეზონისა, რომელიც საქართველოში აღინიშნა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ლიბერალურ რეფორმების განხორციელება ქვეყა­ნა­ში კვლავაც გრძელდება.



საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი