საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 27 მაისის სხდომა

2008 წლის 27 მაისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 11 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გუ­რ­გე­ნიძემ დამსწრეთ მიულოცა 26 მაისი - საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღე. შემდეგ მან აღნიშნა, რომ ამ დღეებში ძალზე დაძაბული მუშაობა გველის, რადგან და­წ­ყებულია მუშაობა 50-თვიან პროგრამაზე. ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი ღი­რ­სე­ბის საკითხია ის, რომ მასში ადეკვატურად ავსახოთ ყველა დაპირება, რამაც წინა­სა­ა­რ­ჩე­ვ­ნო პლატფორმა შეადგინა. პრეზიდენტის ყველა დაპი­რება, პროგრამის ყველა კომპონენტი, რომელიც მთავრობას ეხება, სრულად არის ასახული მიმდინარე წლის ბიუჯეტში. საქა­რ­თ­ველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს იმისათვის, რომ პრა­ქ­ტიკულად შესრულდა 50-დღია­ნი პროგრამის ყველა პუნქტი, დაწყებულია ამ პრო­გ­რა­მით გათვალისწინებული ყვე­ლა ინიციატივის განხორციელება და აღნიშნა, რომ დიდი ძა­ლისხმევა გვმართებს, რათა ისინი ბოლომდე მივიყვანოთ, ხოლო 50-თვიანი პროგრამა ასეთივე წარმატებით განვახორციელოთ.



საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი