საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

მთავრობის გაფართოებული სხდომა

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სთხო­ვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ბაქრაძეს დამსწრეთ ინფორმი­რება აფხაზეთთან დაკავ­ში­რებით არსებული სიტუაციის გამო საერთაშორისო თანამე­გო­ბ­რო­ბის რეაქციის შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ დამსწრეთ აცნობა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ქართული მხარე იყენებს არსებულ ყველა დიპლომატიურ საშუალებას შესაბამისი საერთაშორისო რეაქციის უზრუნ­ვე­ლ­საყო­ფად. ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროში გაიმართა მსჯელობა და გაკეთდა სა­ჯარო განცხა­დებები საქართველოს ტრიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და რუსეთის გადაწყვეტილების დასაგმობად. გარდა ამისა, ამ საკითხთან დაკავში­რებით ჩვენ მოვითხოვეთ გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომის გა­მართვა, რაზეც პარ­ტ­ნი­ორების მხრიდან მივიღეთ მხარდაჭერა. დღეს ეუთოში გაი­მართა ეუთოს მუდმივი სა­ბ­ჭოს სხდომა, სადაც შესაბამისი განცხადებებით გამო­ვიდნენ ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. ჩვენ ასევე მოვი­თ­ხოვეთ ეუთოში სპეციალური მუდმივი საბჭოს სხდომის გამართვა და ბერლინის სპე­ცი­ა­ლური დიპლომატიური მექანიზმის ამოქ­მედება, რომელიც გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში ეუთოს შიგნით. ძალ­ზე მკაფიო განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რაც არ იყო მისი პიროვნული განცხადება. ეს არის მისი უფლებამოსილება გაახმოვანოს ჩრდილოატ­ლანტიკური საბჭოსა და ნატოს სტრუქტურების პოზიცია. ჩვენ ოფიციალურად მო­ვითხოვეთ, რომ ამ საკითხის განსახილველად გაიმართოს სპეციალური შეხვედრები ნატო პლუს საქართველოს, 26 პლუს ერთის ფორმატით და ასევე მოვითხოვეთ საკითხი განხილულ იქნეს ნატო-რუსეთის საბჭოზე, რომელიც აპრილის ბოლოს გაი­მართება. დღეს, დღის მეორე ნახევარში ველით ევროკავშირის შესაბამის გან­ცხადებას, აგრეთვე მომდევნო დღეებში - ევროკავშირის ოფიციალურ პირთა გან­ცხადებებს. უკვე გავრცელდა ბატონი სოლანას განცხადება. ამჟამად ვმუშაობთ, რათა საკითხი განხილულ იქნეს ყველა იმ სტრუქტურაში, რომელიც დაკავებულია საგარეო პოლიტიკის, უშიშროების და ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობის საკითხე­ბით. ამჟამად ევროსაბჭოში, დეპუ­ტა­ტებს შორის გროვდება ხელმოწერები და სულ მალე ველით ევროსაბჭოს ძალიან კარგ განცხადებას. დღის მეორე ნახევარში ასევე იქნება გენერალური მდივნისა და სხვათა განცხადებები. გარდა ამისა, ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე ვმუშაობთ ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, რათა მათი მხრივ იყოს ძალიან ღია შეფასება იმ ნაბიჯისა, რომელიც გუშინ გადაიდგა რუსე­თის მხრიდან.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართვე­ლოს საგარეო საქმეთა მინისტრს მოწოდებული ინფორმაციისათვის და აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, ძალზე მნიშვნელოვანია ნატოს გენერალური მდივნის გან­ცხადება. მასში მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ ეს იყო პროვოკაციული ნაბიჯი რუ­სეთის მხრიდან, სუვერენიტეტის დარღვევა, რომ ნატო და საერთაშორისო თანამე­გობრობა მოითხოვენ არა უბრალოდ ამ ნაბიჯის შერბილებას, არამედ გადახედვას და შეცვლას. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ევროკავშირის მკაფიო მხარდაჭერა სა­ქართველოს სამშვიდობო გეგმის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვ­რების ურღვევობის შესახებ.
მინდა ყველას კარგად ესმოდეს, თქვა მან, რომ ვერანაირი მექანიზმი ვერ შეა­ჩერებს საქართველოს მიზანსწრაფვას, რომ გახდეს დემოკრატიული, წარმატებული სა­­­­­­ხელმწიფო, ერთიანი ქვეყანა. ვერაფერი შეაჩე­რებს ქვეყნის მშვიდობიანი გაერ­თიანების პროცესს. ჩვენ გავაგრძელებთ მუ­შაობას ყველა პარტნიორთან. ჩვენ ველით რუსეთის ფედერაციიდან, და მოვითხოვთ ყველა იმ გადაწყვეტილების გა­დახედვას, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერე­ნიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენი ძალის­ხმევა მიმართული იქნება სა­ქართველოს მშვიდობიანი გაერთიანებისაკენ, საერთაშო­რისო თანამეგობრობის მხარ­დაჭერის მო­ბი­ლი­ზაციისა­კენ. ამასთან, ჩვენ გვინდა არა მხოლოდ განცხადებები, არა­მედ გვინდა სერიოზული დიპლომატიური მოქმედება ყვე­ლა პარტნიორის თუ მეგობ­რის მხრიდან, რის განხორციელებასაც ვიმედოვნებთ უახ­ლოეს დღეებსა და კვირებში.
საქართველოს პრეზიდენტმა დაავალა საქართველოს საგარეო საქმეთა მი­ნისტრს დ.ბაქრაძეს, რომ სპეციალური ვიზიტით ჩავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს - გერმანიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში სათანადო კონსულტაციების გასამართავად.
ჩვენ მზად ვართ, განაგრძო საქართველოს პრეზიდენტმა, რომ კონსულტაციები გავმართოთ რუსეთის ფედერაციასთან და ყველა მხარესთან გავაგრძელოთ მუშაობა სამშვიდობო გეგმებთან დაკავშირებით. მე განცვიფრებული და აღშფოთებული ვარ რუსეთის ამ ნაბიჯის პროვოკაციულობით, მაგრამ ძალზე კმაყოფილი ვარ პირვე­ლად ისტორიაში ევროკავშირის, ნატოს, ჩვენი ტრადიციული პარტნიორების ასეთი მკვეთ­რი რეაქციით, რომელიც საკმაოდ მოულოდნელი იყო რუსეთისთვისაც. იგი შეეჩვია, რომ, რაც არ უნდა განახორციელოს, საერთაშორისო თანამეგობრობაში ბევრი ამაზე დუმს. ვფიქრობ, გუშინ დაიწყო ამ პოლიტიკის სერიოზული გადახედვა და შემობ­რუნება. ამიტომ, ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით, გამძლეობით, მაგრამ ამავე დროს ვიყოთ ძალიან გამბედავები.
შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სთხოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ გურგენიძეს ინფორმაციის წარმოდგენა პენსიების გაცემის მდგომარეობი­სა და სხვა სოციალური პრობლემების შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაგეგმილი იყო 70-ლარიანი პენსიის შემოღება, მაგრამ გამოინახა საშუალებები საიმისოდ, რომ ეს მოხდეს ამ თვიდან. გარდა ამისა, თქვა მან, მთელ საქართველოში დაიწყო უმწეოებისათვის სადაზღვეო ვაუჩერების დარიგება. კერ­ძოდ, თბილისსა და იმერეთში ვაუჩერები უკვე გაცემულია. დაიწყო მათი გაცემა რაჭასა და კახეთში. ამ პროცესში სხვა რეგიონებიც ნელ-ნელა ჩაერთვებიან. აღ­ნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სო­ციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს დაევალათ ორ კვირაში წარმოადგინონ წინადადებები უმწეოთა დახმარების უფრო მეტ ადამიანზე გავრცე­ლების შესახებ. ბუნებრივია, უნდა იყოს რაღაც გრადაცია, მაგრამ ვთვლით, რომ ძალზე ხელოვნურია 70 ათას ქულაზე ან ნებისმიერ სხვა ქულაზე მორგება. საჭიროა საფეხურებრივი გრადაციის შემოღება, რომელიც ამ პროგრამებით მოიცავს ბევრად მეტ ადამიანს. საკითხი განხილულ იქნება მთავრობის სხდომაზე, რის შემდეგ ჩვენ წარმოგიდგენთ ამ გეგმას.
შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებ­საც გაეცნო სვანეთში ვიზიტისას და აღნიშნა, რომ ამ პრობლემებს შორის ერთ-ერთი მთავარი თემაა გზე­ბის რეაბილიტაციის საკითხი. რთული რელიე­ფის პირო­ბებში კომუნიკაციების გარეშე ძალზე ჭირს რეგიონში ტურიზმის განვითარება, სხვა სახის მიმოსვლა. ლენ­ტეხის რაიონ­ში, რამ­დენიმე პრობლემურ ადგილზე ჯებირების გასამაგრებლად მოგვიწეს დამატებით საშუალებათა გამონახვა, რადგან საამისოდ გამოყოფილი თანხები არ იქნება საკმარისი. რაიონს ესაჭიროება 2-3 ავტობუსი. აღნიშნულის თაო­ბაზე, თქვა მან, თხოვნით მივმართეთ თბილისის მერიას შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად, თუნდაც, დროებითი ღონისძიების სახით. ბევრი სირთუ­ლეა სკოლების წინაშე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპეციალურ პროგრამებში გათვალისწინებულია კონკრეტული თანხები და მათ მიეცათ მითითება, რომ ადგილზე შეუძლიათ ამ თანხების გადანაწილება სკოლებისათვის საკუთარი მოსაზ­რებების მიხედვით, რადგან ადგილობრივ საჭიროებას ისინი ჩვენზე უკეთესად ხედა­ვენ და ვფიქრობ, ასეც აპირებენ. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ ფინანსთა მინის­ტრთან მიმდინარე წელს რამდენიმე სკოლის გასარემონტებლად თანხის დამატებით გამოყოფის შესაძლებლობაზე. რაც შეეხება სკოლების აღჭურვას სპორტინვენტარით, ეს პროგრამა ხორციელდება და სრულად მოიცავს საქართველოს ყველა სკოლას.
სამწუხაროდ, განაგრძო მან, არის პრობლემები და შეფერხებე­ბი ელექ­ტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია ორი მიზეზით. პირველი, ეს არის გაუგებრობა ვაუჩერების დარიგება-განაღდების შესახებ, რის გამო­სასწორებლად უკვე მუშაობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სა­მინისტრო. მეორე საკითხი, უფრო მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი, ეხება კერძო ოპერატორი კომპანიის მიერ რეგიონში ელექტროგადამცემი ხაზების ყველა ძირი­თადი მზიდი ბოძის გამოცვლას, რაც ზაფხულის განმავლობაში უნდა დამთავრდეს. საუბარია 1000-მდე ბოძის გამოცვლაზე, რათა რეაბილიტირებულ იქნეს ეს ხაზები. ეს მტკივნეული პროცესია და არც თუ ისე იაფი კომპანიისთვის, მაგრამ მათი ინ­ფორმაციით კომ­პანია ამ სამუშაოებს ასრულებს, თქვა დასარულ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.



საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი