საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 7 თებერვლის სხდომა

2008 წლის 7 თებერვალს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 19 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ დამსწრეთ აცნობა, რომ მთავრობის სხდომაზე 19 საკითხია განსახილველი. ამასთან მთავრობის წევრებს ახალი პრაქტიკის დანერგვა შესთავაზა, რომ ყოველ კვირას ერთმა მინისტრმა, ან სახელმწიფო მინისტრმა თავისი მიმართულების პრეზენტაცია მოაწყოს. ამ პრაქტიკას თავად პრემიერ-მინიტრმა დაუდო სათავე და ზოგადად ილაპარაკა ძირითად ეკონომიკურ გამოწვევებზე, გეგმებზე და პერსპექტივებზე.



საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი