საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 13 დეკემბრის სხდომა

2007 წლის 13 დეკემბერს გაიმართა საქართველოს მთავ­რო­ბ­ის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 52 საკითხი დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტის მოვალე­ო­ბის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მიესალმა საქართველოს მთავრობის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას. შემდეგ მან აღ­ნი­შნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გურგენიძესთან ერთად განიხილა გარდამავალ პერიოდში საქართველოს მთავრობის საქმიანობა, რასაც იგი ეფექტიანად მი­ი­ჩ­ნევს. ამჟამად, თქვა მან, წინასაარჩევნო პერიოდში ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მთა­ვ­რო­ბ­ამ, პარლამენტმა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურამ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა იმუშაონ მაქსიმალურად გამართულად და ეფექტიანად, ისე, როგორც ეს ნო­რ­მა­ლ­ურ სახელმწიფოს შეეფერება, რათა მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ შეექმნას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა, ზამთრის სეზონში არ იყოს შეფერხება ენე­რ­გე­ტი­კ­ის სფეროში, ელექტრო- ან გაზმომარაგების საკითხებში. საგანგებო ზომებია მიღებული, რათა არჩევნების წინ, და მით უფრო არჩევნების დღეს, მოსახლეობას არ შეექმნას არა­ნა­ი­რი პრობლემა გადაადგილებასთან დაკავშირებით, რათა მან თავისი უფლებამოსილება გა­ნა­ხო­რ­ციელოს.

შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაინტერესდა რა­მ­დენიმე საკითხით. კერძოდ, იმით, თუ როგორ მიმდინარეობს მუშაობა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე, როგორ სრულდება საპრეზიდენტო სუბსიდიების პრო­გ­რა­მა, დავალება სკოლების გათბობით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და სხვ. ბი­უ­ჯე­ტ­ის პროექტზე მუშაობის პროცესი რომ ნორმალურად წარიმართოს, თქვა მან, მინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გვითხრას თუ არის პარლამენტთან შეუთანხმებელი რა­ი­მე საკითხი, იქნებ დამატებითი კონსულტაციებია საჭირო, რომ უახლოესი დროის გან­მა­ვ­ლო­ბა­ში სათანადო შეხვედრები გაიმართოს. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი, კო­მი­ტე­ტე­ბი აქტიურად ითანამშრომლებენ მთავრობასთან ყველა საკითხთან დაკავშირებით. 1 ია­ნ­ვრიდან იწყება გარკვეულ სოციალურ ვალდებულებათა განხორციელება, რომელთა შე­სა­ხებ, მინდა ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, გადაწყვეტილებები 2-3 თვის წინ იქნა მი­ღე­ბუ­ლი. მოსახლეობა ელოდება ამ ვალდებულებათა შესრულებას და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ რაიმე შეფერხება არ მოხდეს.

მინდა ვთხოვო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მი­ნ­ისტრს დავით ტყეშელაშვილს, მოგვაწოდოს ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს ვა­უ­ჩერების დარიგების პროცესი. ასევე მინდა ვკითხო საქართველოს განათლებისა და მე­ც­ნი­ე­რე­ბის მინისტრს მაია მიმინოშვილს თუ რა მდგომარეობაა სკოლებში გათბობის უზ­რუ­ნ­ვე­ლ­ყო­ფა­სთან დაკავშირებით. მიუხედავად ყველა მიმართულებით განხორციელებული ღო­ნი­ს­ძი­ე­ბებისა, სამწუხაროდ დაგვიგვიანდა ამ პრობლემის მოგვარება. ძალზე მნიშვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყველა სკოლა უზრუნველყოფილ იქნეს გათბობით და ზამთარში არც ერთი ბავშვი არ აღმოჩნდეს გაყინულ შენობაში, თუმცა შემდგომშიც კვლავ გაგრძელდება გარკვეული სამუშაოები. მაგალითად, ამ დღეებში მცხეთის რაიონში ყოფნისას ვნახე გაურემონტებელი სკოლა. მე მათ შევპირდი, იმედია მთავრობა შეასრულებს ამ დაპირებას, რომ 2008 წელს ეს სკოლა გარემონტებული იქნება იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებითაც სა­ქა­რ­თ­ვე­ლ­ოს სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე მუშაობს.

არის სხვა საკითხებიც, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანია. მაგალითად, რა მდ­გო­მა­რე­ო­ბაა პროფესიული მომზადებისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის გან­ხო­რ­ცი­ე­ლე­ბა­ს­თან დაკავშირებით. ასევეა ენერგეტიკის საკითხიც. პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ ენერგეტიკის სფეროს მონიტორინგს, მაგრამ მა­ი­ნ­ტე­რე­ს­ებს, ხომ არ არის მოსალოდნელი ამ უბანზე რაიმე შეფერხება რომელიმე მი­მა­რ­თუ­ლე­ბ­ით, რა მექანიზმები აქვს მთავრობას იმისათვის, რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში ჩვენ შევძლოთ მოსახლეობის ელექტრო- და გაზმომარაგებით უზრუნველყოფა.

ვიდრე ამ საკითხების შესახებ ინფორმაციებს მოვისმენთ, განაგრძო საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო 12 დე­კე­მ­ბერს გალის რაიონში განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, ჩვენმა მომხრეებმა სცადეს გალის რაიონში წარმოჩენილიყო ჩვენი მხარდამჭერი პლაკატები. ამასთან დაკავშირებით დე-ფაქტო ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ ლამის ეგზეკუციას ჩაატარებს, გა­ა­რ­კ­ვევს, თუ ვინ მოქმედებდა აქტიურად და მიიღებს შესაბამის ზომებს. აღნიშნულთან და­კა­ვ­ში­რე­ბ­ით უნდა დავავალოთ შესაბამის სამინისტროებს, განახორციელონ მაქსიმალური მო­ნი­ტო­რინგი. გალის რაიონი საქართველოს ისეთივე ნაწილია, როგორიც ნებისმიერი სხვა კუთხე და ნამდვილად არავის ვურჩევ, რომ რაიმე ეგზეკუციური ღინისძიებების გან­ხო­რ­ცი­ე­ლე­ბა სცადონ ამ რეგიონში. ამას აბსოლუტურად ადეკვატური რეაგირება მოჰყვება სა­ე­რ­თა­შორისო თანამეგობრობის მხრიდან და ნებისმიერ უკანონო მოქმედებას ჩვენც ძალიან ხმამაღლა გამოვეხმაურებით. მესმის, რომ ბევრს აქვს სურვილი, საქართველო აჰყვეს რა­ი­მე პროვოკაციას, რასაც ჩვენ ნამდვილად არ გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენ გვექნება ადე­კ­ვა­ტუ­რი რეაგირება, მთელ მსოფლიოს ჩავაყენებთ საქმის კურსში ნებისმიერ უკანონო მო­ქ­მე­დე­ბა­ს­თან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ ად­გი­ლზე იქნეს განხორციელებული. ეს მინდოდა მეთქვა გალის რაიონში განვითარებულ მო­ვ­ლე­ნე­ბ­თან დაკავშირებით. ახლა დავუბრუნდეთ განსახილველ საკითხებს.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ აღნიშნა, რომ ეს პროცესი თითქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია და პროექტი განხილულია ყველა სამინისტროსთან ერთად. ბიუჯეტის პრო­ე­ქ­ტ­თან ერთად ჩვენ პარლამენტში შევიტანთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რომლებიც 2009 წლიდან განსაზღვრავენ ბიუჯეტის პროფიციტულობას, შექმნიან ბაზისს, რომ ეს მო­მა­ვა­ლი თაობების ფონდი ამოქმედდეს და ის ნაშთი, რომელიც იქნება წლის ბოლოს და­რ­ჩე­ნი­ლი, არანაკლებ რაღაც პროცენტისა, ასევე მობილიზებულ იქნეს ამ ფონდში, რომლის შექმნა გაზაფხულზე იყო ნავარაუდევი. ეს სამი კომპონენტი რეალურად, ერთად აღებული, არის ჩვენი ახალი ფისკალური პარადიგმა. იგი ძალიან მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, თუ ვინ იმუშავებს მთავრობაში ერთ, ორ თუ ხუთ წელიწადში. ეს იქნება სრულიად ახალი ფისკალური პოლიტიკის საფუძველი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ წელსვე მოვასწრებთ ორი მო­ს­მენით თუ არა, ერთი მოსმენით მაინც ამის გატანას.

ქალბატონი ნინო ბურჯანაძე დაეთანხმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მო­სა­ზ­რე­ბ­ას პროფიციტულ ბიუჯეტთან დაკავშირებით და აღნიშნა, - რომ მთავრობამ უნდა და­ი­წ­ყოს მისთვის ნდობის გამოცხადების დროს აღებულ დაპირებათა შესრულება. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არჩევნების შემდეგ ჩვენ შევძლებთ მუშაობის სტაბილურად გაგრძელებას და ამ მოვლენების ისე განვითარებას, რომ ეს იქნება აბსოლუტურად შეუქცევადი პროცესი. ამ პროცესს ჩვენ ახლა, ყველაზე რთულ ვითარებაში რეალურად ჩავუყრით საფუძველს ორი მიმართულებით, რაც ძალიან სერიოზული მაჩვენებელი გახლავთ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი პირველ რიგში ელექტროენერგიისა და ბუნებერივი აირის ვაუჩერების და­რი­გების საკითხს შეეხო. ეს პროცესი, თქვა მან, დასკვნით ფაზაში შევიდა და ვვა­რა­უ­დ­ობთ, რომ უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში, მაქსიმუმ ერთ კვირში, იგი დას­რუ­ლ­დე­ბა. დღეისათვის დარიგებულია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ვაუჩერების 96%. ენ­ერგოკომპანიებისა და აბონენტთა ანგარიშებზე დასმულია თანხა, რომელიც გადაირიცხა და ამ ეტაპზე შეადგენს 40 მილიონ ლარს. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ მთ­ლი­ა­ნო­ბა­ში არ დასრულდება. მოგეხსენებათ, ეს პროგრამა გათვლილი იყო მილიონ 200 ათას ადამიანზე და მხოლოდ მცირე ნაწილი არის დარჩენილი, ვისაც ვაუჩერები არ მიუღია. იყო გარკვეული პრობლემები მისამართებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ჩვენ ვიკვლევთ და ვა­დგენთ ყველა საკითხს. მიუხედავად ამისა, ჩვენ რაიმე განსაკუთრებული სახის გარ­თუ­ლე­ბა და პრობლემა არ გვაქვს. მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში ეს პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულდება.

ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე ადგილას მოსახლეობასთან შეხვედრისას მოიკითხა, თუ როგორ მიმდინარეობს შეშის ვაუჩერების დარიგების პრო­ცე­სი და კმაყოფილება გამოხატა, რომ ამ მხრივ შეფერხება არ არის. ამასთან მან დაამატა, რომ აინტერესებს, თუ რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით სკოლებში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა დავით ჩა­ნ­ტ­ლა­ძემ მთავრობის სხდომას მიაწოდა ინფორმაცია, რომ შეშის ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით მთელ საქართველოში შემოვლილია ყველა მოსახლე. ვაუჩერები დაურიგდა ყველას, ვინც ადგილზე იყო. ზოგიერთი მოსახლე ქალაქშია წასული და ამის გამო ხე­ლ­მე­ო­რ­ედ ვაპირებთ შემოვლას დარჩენილი ვაუჩერების დასარიგებლად. თბილისში წა­მო­სუ­ლ­ებს შესაძლებლობა ექნებათ სატყეო სამმართველოებში გაიარონ რეგისტრაცია და მო­მა­ვა­ლ­ში ჩვენ დამატებით მივაწვდით მათ ამ ვაუჩერებს. ამჟამად მოსახლეობის 78%-ს და­რი­გე­ბუ­ლი აქვს ეს ვაუჩერები. რაც შეეხება სკოლებისა და საბავშო ბაღების შეშით მო­მა­რა­გე­ბ­ას, ხუთი დღის წინ საქართველოში ყველა სკოლასა და ბაღში მიტანილია შეშა. ზოგს მთელი ზამთრის სამყოფი შეშა აქვს, ზოგს - პირველი ეტაპის. იანვარ-თებერვალში მათ კიდევ შე­უძლიათ დამატებით შეშის შეძენა და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ იქნება.

სკოლების შეშით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მაია მიმინოშვილმა დაამატა, რომ შეთანხმების თანახმად ყვე­ლა სკოლას გადაერიცხა საჭირო თანხა. პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, რომელიც ბატო­ნ­მა დავით ჩანტლაძემ ახსენა, სკოლებისაგან მივიღებთ ინფორმაციას შეშის შემდეგი მა­რა­გ­ის ყი­დ­ვის საჭიროების შესახებ, რისთვისაც მათ მეორე ეტაპზე კიდევ გადა­ე­რი­ც­ხე­ბ­ათ თა­ნ­ხა. რაც შეეხება გათბობას, განაგრძო მან, საქართველოში 2010 სკოლა გვაქვს, ოდნავ მეტი. აქედან "იაკობ გოგებაშვილის" პროექტით რეაბილიტაცია შეეხო 400-ზე მეტ სკოლას. სკო­ლ­ე­ბის გარკვეულ ნაწილში გაგვიჩნდა გათბობის პრობლემა, რადგან დანარჩენ სკოლები საწვავით ან შეშით მოვამარაგეთ. დღეისათვის 30-მდე სკოლა გვაქვს, სადაც სამწუხაროდ ახ­ლა მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ზოგ ადგილას დენის გაყვანის პრობლემაა. მა­გა­ლი­თ­ად, რუსთავის სკოლებში, სადაც ინტენსიურად მუშაობენ და იმედია 2-3 დღეში და­ა­ს­რუ­ლე­ბ­ენ, გათბობის სისტემისათვის სამფაზიანი დენია გასაყვანი. ჩვენ გვაქვს შე­თა­ნ­ხ­მე­ბა, რომ 2-3 დღეში ამ 30 სკოლაში სამუშაოები უნდა დამთავრდეს და კვირის დასაწყისში ყველა სკოლაში გათბობის სისტემა მოწესრიგებული უნდა იყოს.

კარგია, რომ პრობლემა გვარდება, თქვა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შე­მ­ს­რუ­ლებელმა, თუმცა დასძინა, - ცუდია, რომ ამ საკითხების მოგვარება ბოლო წუთს მო­გ­ვიწია, ზამთრის პერიოდში და იმედი გამოხატა, რომ უახლოეს ხანებში მსგავსი პრო­ბ­ლე­მა არ შეგვექმნება. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ, ვინაიდან დროებითი თანხები იქნება გარკვეულწილად მოსაზიდი, ყოველ შე­მ­თ­ხ­ვე­ვა­ში ახალი გადაწყვეტილებები მისაღები, რასაც დრო დასჭირდება, არ ავიღოთ ზედმეტი ვა­ლდებულებები ბიუჯეტზე. პედაგოგებთან შეხვედრის დროს, თქვა მან, დაისვა ერთ-ერთი საკითხი, რომ ვაუჩერი ეძლევა სკოლას და შემდეგ ამ ვაუჩერების გამოყენების სა­ფუ­ძ­ვე­ლ­ზე ხდება მასწავლებლებისათვის ხელფასების მომატება. სკოლები საკმაოდ რთულ მდ­გო­მა­რეობაში აღმოჩნდნენ. მათ საკანცელარიო ნივთებისა და ცარცის ყიდვის პრობლემაც შე­ი­ძ­ლება გაუჩნდეთ. მცხეთაში გუშინწინ დაისვა ეს საკითხი. ერთი კარგი საქმე ისე უნდა გა­ვა­კე­თ­ოთ, რომ მეორე არ გავაფუჭოთ. ცარცი და ელემენტარული საკანცელარიო ნივთი თუ არ ექნა მასწავლებელს, ბუნებრივია, სკოლა ნორმალურად ვერ იფუნქციონირებს.

აღნიშულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, რომ დასმული საკითხის შესახებ საქმის კურსშია. საუბარია იმაზე, რომ ქალაქის სკოლებში ჩვენ ვაუჩერები 250-დან 300 ლარამდე გავზარდეთ. მთა­ვა­რი მიზეზი ის იყო, რომ პედაგოგებს ხელფასი მომატებოდათ. ბუნებრივია, აქ უნდა გა­გ­ვე­თ­ვა­ლი­ს­წი­ნე­ბი­ნა, რომ ეს არ არის პირდაპირპროპორციულად ხელფასზე მიბმული, რის გამო მცირეკონტიგენტიან სკოლებში შეიქმნა იმის პრობლემა, რომ ვაუჩერის გაზრდა ვეღარ ფა­რ­ავს ხელფასებსაც კი, ანუ იმ ვალდებულებას, რაც მასწავლებლების წინაშე გვაქვს აღე­ბუ­ლი. ამდენად, ე.წ. დეფიციტური სკოლების ხვედრითი წილი, ანუ იმ სკოლებისა, რო­მ­ლე­ბ­საც ვაუჩერებზე მეტი თანხა სჭირდებათ ფუნქციონირებისათვის, თითქმის 50%-მდე გა­ი­ზა­რ­და. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1200-მდე ისეთი სკოლა გვაქვს, რომლებიც დე­ფი­ცი­ტუ­რია და ვაუჩერის გარდა კიდევ სჭირდებათ დამატება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ვა­უ­ჩე­რუ­ლი დაფინანსების ფორმულა არაეფექტიანია და არ მუშაობს. ამიტომ ჩვენ ახლა ინ­ტე­ნ­სი­უ­რ­ად ვმუშაობთ, რომ სწორედ დაფინანსების ეს ფორმულა შევცვალოთ, რევიზია გა­ვუ­კე­თ­ოთ და იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ერთ კვირაში, ფინანსთა სა­მი­ნისტროს დახმარებით განსახილველად წარმოვადგენთ ვაუჩერის დასათვლელ ისეთ ფო­რ­მულას, რომელიც დეფიციტური სკოლების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს.

სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სახელმწიფო პრ­ო­გ­რა­მ­ის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სო­ციალური დაცვის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად ვი­მ­ყო­ფე­ბ­ით ეტაპზე, როდესაც ხდება ურთიერთობების გაფორმება დამსაქმებელსა და პროგრამა­ში მო­ნა­წილე სუბიექტებს შორის. ამ თვალსაზრისით ბოლო ორი-სამი დღეა არანაირი გა­რ­თუ­ლე­ბა და პრობლემა არ გვაქვს. ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ მეწარმე სუბიექტებთან იმისათვის, რომ მივიღოთ დეტალური და ზუსტი ინ­ფო­რ­მა­ცია დასაქმებულთა საერთო რაოდენობის თაობაზე. ეს არ არის ერთი ან ორი დღის პრ­ო­ცე­სი. ეს პროცესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება და ეკონომიკური გა­ნ­ვი­თა­რე­ბ­ის სამინისტროსთან ერთად ჩვენი მთავარი ფუნქციაა, რომ განვახორციელოთ შე­სა­ბა­მი­სი კონტროლი და მონიტორინგი ამ პროგრამის შესრულებაზე. ასევე მთავარი ამო­ცა­ნაა ის, რომ არც ერთი ადამიანი, ვინც გაიარა რეგისტრაცია, არ მივატოვოთ შუა გზა­ზე და ბოლომდე მივყვეთ ამ პროცესის დასრულებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ სთხოვა საქართველოს სო­ფ­ლის მეურნეობის მინისტრს პეტრე ცისკარიშვილს მთავრობის სხდომის ინფორმირება ცი­ტ­რუსის მოსავლის აღება-დაბინავებისა და მოსახლეობაში ფქვილის დარიგების შესახებ.

ციტრუსის მოსავალი, თქვა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სა­ვა­რა­უ­დ­ოდ შეადგენს 90 ათას ტონას. შედარებისათვის, გასულ წელს მოწეული იყო 35 ათასი ტო­ნა. დღეისათვის აჭარიდან და გურიიდან რეალიზებულია 44 ათასი ტონა ციტრუსი. ძი­რ­ი­თა­დ­ად ექსპორტი მიდის უკრაინის მიმართულებით. გადაზიდვის ტემპი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ბორნების რაოდენობასა და მათი მოძრაობის ინტენსიურობაზე. 13-15 დეკემბერს უკ­რა­ი­ნა­ში გადაიტვირთება კიდევ 11 ათასი ტონა. გარდა ამისა, ციტრუსის გადაზიდვა ხდება აზ­ე­რ­ბა­ი­ჯანისა და სომხეთის მიმართულებით, თუმცა სომხეთში ციტრუსის შეტანაზე და­წე­სე­ბუ­ლია მაღალი გადასახადი - 750 დოლარი ტონაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შე­მ­ს­რუ­ლე­ბე­ლ­მა ნინო ბურჯანაძემ მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაინტერესდეს სა­ქა­რ­თ­ვე­ლ­ოდან სომხეთში ციტრუსის შეტანაზე მაღალი გადასახადის დაწესების საკითხით და დროულად მიიღოს ქმედითი ზომები მის გადასაწყვეტად.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გარკვეული პრ­ობლემების დაძლევის შემდეგ მიღწეულია შეთანხმებები ბელორუსიასა და ყაზახეთში ცი­ტ­რუსისა და ვაშლის ექსპორტის შესახებ. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ამ ქვეყნების ბა­ზ­რე­ბ­ის ასათვისებლად. მინისტრის ინფორმაციით ციტრუსის გადაზიდვის ინტესივობა მა­ღალი იქნება 2008 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე. გაანგარიშებების თანახმად რჩება ჩვე­ნი მოსავლის 5-10%, რაც იანვარ-თებერვალ-მარტში რეალიზებული იქნება ადგილზე.

მოსახლეობაში ფქვილის დარიგებასთან დაკავშირებით პეტრე ცისკარიშვილმა გა­ნა­ც­ხა­და, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს არსებული გრაფიკის თანახმად და ამჟამად იგი და­ს­რუ­ლე­ბულია კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვა­ნ­ე­თ­ის რეგიონებში. გურიასა და აჭარაში დარჩენილია მოსახლეობის 3%, რომელსაც არ მი­უღია ფქვილი. რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს, იქ ეს პროცესი დასრულდება 20-25 დე­კე­მ­ბ­რი­სა­თ­ვის. სერიოზულად არის გაზრდილი მარაგიც. ხორბლის შემოზიდვა წარმოებს რუ­ს­ე­თიდან და ყაზახეთიდან. მას შემდეგ, რაც რუსეთმა შემოიღო საექსპორტო გადა­სა­ხა­დი, ხორბლის შემოტანა ამ ქვეყნიდან უპრობლემოდ ხდება. ამჟამად გვაქვს 48 ათასი ტონა ხორბლის მარაგი, რასაც დეკემბერის ბოლომდე დაემატება კიდევ 40 ათასი ტონა.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ მა­დ­ლო­ბა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს მოწოდებული ინ­ფორმაციებისათვის და წარმატება უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი