საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 19 დეკემბრის სხდომა

2007 წლის 19 დეკემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 39 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ აღნიშნა, რომ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის უმთავრესია 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. მან თქვა, რომ აღნიშნული პროექტი ხანგრძლივი ანალიტიკური მუშაობის შედეგად შეიქმნა და ითვალისწინებს ყველა იმ ახალ სოციალურ პროგრამას, რომლებიც ჩვენმა გუნდმა გაახმოვანა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ჩვენ არ ვიძლევით რაღაც დაპირებებს, ჩვენ ვმუშაობთ როგორც ერთიანი პოლიტიკური გუნდი, მის ლიდერთან ერთად, და ეს დაპირებები წარმოადგენენ ჩვენს ახალ სოციალურ პოლიტიკას, ყველა იმ პროგრამას, რომელთა მიზანია საქართველოს წინსვლა, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა, დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა, ექსპორტის ზრდა, ეკონომიკის განვითარება და ა.შ. მიუხედავად ახალი სოციალური პროგრამისა, რომელიც სრულად არის ამ პროექტში ასახული, მიუხედავად იმ პაუზისა, რომელიც გვქონდა საინვესტიციო თანხების მოზიდვის საქმეში, საქართველოს მთავრობამ შეძლო თუნდაც სიმბოლურად, მაგრამ 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაეგეგმა პროფიციტულად, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, გარდა საერთაშო­რისო სავალუტო ფონდის ჰუმანიტარული სტანდარტისა.

ვიმეორებ, ეს პროფიციტი სიმბოლურია, შეადგენს სულ 275 ათას ლარს, მაგრამ, ვფიქრობ, ასეთი რამ პირველად მოხდა საქართველოში და მინდა ეს ფაქტი მოგილოცოთ, დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი