2007 წლის 5 დეკემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 35 საკითხი. დღის წესრიგი
სხდომის დაწყებისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე ვიზიტად იმყოფება ქალაქ ბრიუსელში, სადაც მართავს შეხვედრებს ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ამჟამად, თქვა მან, დაგროვდა რიგი საკითხები, რომლებიც გადაუდებელ განხილვას და გადაწყვეტას საჭიროებენ, რასაც ეძღვნება მთავრობის დღევანდელი სხდომა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ წუხილი გამოხატა 5 დეკემბერს აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონის მეგი ფრუიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარი გამოუცხადა განსვენებულის ოჯახს.
საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი