2007 წლის 13 ნოემბრის სხდომა

2007 წლის 13 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 45 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაი­დელ­მა დამსწრეთ აცნობა, რომ 14 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩავა ანკარაში, სადაც გაიმართება მოლაპარაკება თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობისა და სხვა ეკონომიკურ საკითხებზე. შეთანხმებას თურქეთთან თა­ვისუფალი ვაჭრობის შესახებ, თქვა მან, დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეკონომიკური ემბარგოს პირობებში. ამ შეთანხმებამ ხელი უნდა შეგვიწყოს განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტში, რაც ჩვენი ეროვნული მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს უხვია ციტრუსის მო­სავალიც. ამ პროდუქციის უდანაკარგოდ აღებისა და დაბინავებისათვის, ისევე რო­გორც რთვლის დროს, საჭიროა შეიქმნას მუდმივმოქმედი შტაბი, რომელიც იფუნქ­ციონირებს ქალაქ ბათუმში და კოორდინაციას გაუწევს მოსავლის აღებასთან დაკავშირებულ ყველა სამუშაოს შესრულებას. მან დაავალა საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის მი­ნისტრს პეტრე ცისკარიშვილს განახორციელოს სათანადო ღონისძიებები და ციტრუსის მოსავლის აღების პერიოდისათვის ბათუმში მიავლინოს სამინისტროს წარმომადგენლი.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი