საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 7 ნოემბრის სხდომა

2007 წლის 7 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 37 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნო­ღაიდელმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში საერთაშორისო საზოგადოების ყურად­ღების ცენტრში იყო საქართველოში განვითარებული მოვლენები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული პრინციპების ერთგულია, საქართვე-ლოს ყველა მოქალაქეს აქვს სიტყვის თავისუფლება და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. ამის შესახებ ერთსულოვნად ითქვა იმ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმებზე, რომლებიც გასულ კვირაში გაიმართა. ამასთან, თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თბილისი დაუბრუნ­დეს ნორმალურ ფუნქციონი-რებას, რუსთაველის პროსპექტზე აღდგეს მოძრაობა, რაც ამ დილით განხორციელდა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მთავარი ამო­ცანებია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენ ამ ამოცანების გადასაწყვეტად უნდა ვიზრუნოთ. ამავე მიზნებს ემსახურებოდა წინა კვირაში გამართული ბიზნესფორუმები, შეხვედრა ეუთოში ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოსაგვარე-ბლად, ჩვენი საქმიანობა თვით ქვეყნის შიგნით.

ამ დღეებში, განაგრძნო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ამინდების გაუარე­სების გამო ზოგიერთ რაიონში შეიქმნა წყალდიდობების საშიშროება. მან დაავალა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უზრუნ­ველყოს მდინარეებზე არსებული მდგომარეობის კონტროლი და სისტემატურად მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია რეგიონებისა და რაიონების ხელმძღვანელებს, რათა მოსალოდნელი ხიფათი თავიდან ავიცილოთ.

ასევე, ამინდის გაუარესების გამო იმერეთის რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დაახლოებით 10 ათასი კაცი, აღნიშნა მან, და დაავალა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სასწრაფოდ მიიღოს ზომები პრობლემის გადასაჭრელად.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვა დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავარი პრობლემები, რომელთა გადასაწყვეტად ჩვენ ვართ კონცენტრირებული, - ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და დამატებითი სამუშაო ადგილების შექ­მნა, რაც საფუძველს ჩაუყრის ყველაზე მთავარი პრობლემის - ქვეყნის ტერიტო­რიული მთლიანობის აღდგენის საკითხის გადაწყვეტას.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი