საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 19 სექტემბრის სხდომა

2007 წლის 19 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 51 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ქვეყნის საზოგადოებრიობას კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება. მან ყურადღება გაამახვილა ახალი სკოლების მშენებლობასა და სარე­მონტო სამუშაოებზე, რომლებიც მაღალ დონეზე განხორციელდა 400-მდე საჯარო სკოლაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს დაგეგ­მილია დაახლოებით 500 სკოლის გარემონტება და იმედი გამოხატა, რომ ამ სამუშაოთა ხარისხი უფრო მეტად გაუმჯობესდება. ამისათვის, განაგრძნო მან, 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის პროცესში ყველა დეტალი უნდა გავითვალისწინოთ, რათა 2008-2009 სასწავლო წელს სკოლები კიდევ უფრო მომზადებუ­ლად შეხვდნენ. აქვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რამდენიმე სკო­ლაში სასწავლო პროცესი არ დაწყებულა, რადგან იქ კვლავ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რომლებსაც აკონტროლებს განათლე-ბისა და მეცნიერების სამინისტრო.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი