საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 22 აგვისტოს სხდომა

2007 წლის 22 აგვისტოს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 34 საკითხი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავ­რობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას იმყოფებოდა იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში. მან ყურადღება გაამახვილა სკო­ლების სარე­მონტო და გზების აღდგენა-რეაბი­ლიტაციის სამუშაოთა მიმდინარეობაზე, აღნიშნა რომ ამჟა­მად სარე­მონ­ტო სამუ­შაოები ხორციელდება 400 სკოლაში და მოუწოდა საქართვე­ლოს განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სა­ხელმწიფო რწმუნებულებს - გუბერნატორებს და გამგებლებს იმუშაონ უფრო მობილიზებულად, რათა სკოლები სრული მზადყოფნით შეხვდნენ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნე­ლოვანია ის სამუშაოები, რომლებიც ამ რეგიონებში, და მთლიანად საქართველოში ხორ­ციელდება კერძო საინვესტიციო თანხების მოზიდვით ახალი სამუშაო ადგი­ლების შესაქმნელად. მან მოუწოდა მთავრობის წევრებს მხარი დაუჭირონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი