საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 31 ივლისის სხდომა

2007 წლის 31 ივლისს გაიმართა მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 13 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამ­სწრეთ აცნობა, რომ 28 ივლისს თამარაშენში გაიმართა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის გან­საზღვრასთან დაკავშირებით წინადადებების შემმუშავებელი კომისიის სხდომა. მან თქვა, რომ შეიქმნა და დაკომპლექტდა ხუთი ჯგუფი, რომლებიც იწყებენ ინტენ­სიურ სამუშაო პროცესს. კომისიის მორიგ სხდომაზე, რომელიც 15 აგვისტოს თბი­ლისში გაიმართება, იმსჯელებენ რეგიონში მოსაგვა­რებელ მიმ­დინარე საკითხებზე, ხოლო თვის ბოლოს, ან სექტემბრის დასაწყისში შეკრებისას განიხი­ლება სტრატეგიული საკითხები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოუ­წოდა ყველა სამინისტროს ინ­ტენსიურად იმუ­შაონ მიღებულ დავალებათა შესაბამისად კომისიის მორიგ სხდომაზე განსა­ხილ­ველი საკითხე­ბის მოსამზა­დებლად.

 საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი