საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 27 ივნისის სხდომა

2007 წლის 27 ივნისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 30 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამსწ-რეთ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოზიდული საინვესტიციო კაპიტალის მოცულობამ თითქმის 575 მილიონი დოლარი შეადგინა. მან აღნიშნა: "ჩვენ ვართ იმ საპროგნოზო მონაცემთა ფარგლებში, რომელთა თანახმად წელს ქვეყანაში განხორციელდება 2-2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. შარშანდელი წლისაგან განსხვავებით წელს ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერობენ დანია, თურქეთი და ნიდერლანდი. ამას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან, რაც უფრო დივერსიფიცირებულია როგორც სექტორები, ისე ქვეყნები, მით უფრო სწრაფად წარიმართება საინვესტიციო პროცესი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება", - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი