საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 23 მაისის სხდომა

2007 წლის 23 მაისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 39 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის თხოვ-ნით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია კახეთში ჩახერგილი სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშა-ოების მიმდინარეობის შესახებ. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ დაახლოებით 10 დღის წინ, ძლიერი წვიმების შედეგად ჩაიხერგა ქვემო ალაზნის სარწყავი არხი, რის გამო პრობლემები შეიქმნა სამ უბანზე. გაწმენდითი სამუშაოები, რომლებიც მაშინვე დაიწყო, დღეს დამთავრდება და 24 მაისიდან სარწყავი წყალი მიეწოდება თელავის, გურჯაანისა და სიღნაღის რაიონებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია, წელს ყველა პირობა არის სარწყავი სისტემების რეაბილიტაციისათვის და დაავალა სოფლის მეურნეობის მინისტრს კვლავაც მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს ამ მიზნით განსახორციელებელ სამუშაოთა მიმდინარეობას და მათ სათანადო უზრუნველყოფას.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი