საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 18 მაისის სხდომა

2007 წლის 18 მაისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 3 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამსწრეთ აცნობა, რომ დღევანდელ სხდომაზე მთავრობა განიხილავს საქართველოს კა-ნონის პროექტს "საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე". მან თქვა, რომ ცვლილებები, რომლებიც 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ხორციელდება, ძალზე მნიშვნელოვანია, ეს არის საქართვე-ლოს ეკონომიკის სწრაფი განვითარების კიდევ ერთი დადასტურება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მასობრივ საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლებს განუცხა-და, რომ სხდომის დასრულების შემდეგ თავად მიაწვდის მათ დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების, ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლებისა და პარამეტრების შესახებ, აგრეთვე იმ ამოცანების თაობაზე, რომლებიც დასახულია წლის მეორე ნახევარში.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი