საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 7 მარტის სხდომა

2007 წლის 7 მარტს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 23 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის წევრებს აცნობა, რომ მიმდინარე წლის თებერვალში კვლავ მაღალი იყო ეკონომიკური აქტივობა. მან თქვა, რომ მობილიზებული საგადასახადო შემოსავლები 60 მილიონი ლარით მეტია ნავარაუდევ გეგმასთან შედარებით, და იმედი გამოხატა, რომ ეს ტენდენცია შემდეგი თვეების განმავლობაში გაგრძელდება და უფრო გაღრმავდება. ამ მიმართულებით ჩვენი მთავარი ამოცანებია: გავაგრძელოთ საგადასახადო შემოსავლების მობილიზება უფრო მაღალ დონეზე და გავაუმჯობესოთ გადამხდელების სერვისი, დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

 საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი