საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 6 თებერვლის სხდომა

2007 წლის 6 თებერვალს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 21 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის წევრთა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2007 წლის იანვარში კერძო სექტორში ხელფასის ფონდი 48%-ით გაიზარდა. მან კმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ 2007 წლის იანვარში საქართველოში აღინიშნა საკმაოდ მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც, ჩვეულებრივ, ბოლო წლების განმავლობაში აპრილიდან იწყებოდა, და აუცილებლად მიიჩნია ამ ტემპის შენარჩუნება, რათა შესრულდეს წლევანდელი ამოცანა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 10%-ს გადააჭარბოს.

ამავე პერიოდში შეიქმნა 3600-ზე მეტი საწარმო, რაც ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს ნიშნავს, დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ მიმართულებით საქმიანობის შედეგებზე საუბარი რეგულარულად დაახლოებით მეორე კვარტალიდან დაიწყოს.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი