საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 8 ივნისის სხდომა

2006 წლის 8 ივნისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 33 საკითხი.

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის წევრებს გააცნო მონაცემები 2006 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესახებ. კერძოდ, მან თქვა, რომ მიმდინარე წლის ხუთ თვეში რეგისტრირებულია 30 ათასზე მეტი ახალი საწარმო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ 2005 წლის იანვარ-მაისში კერძო საწარმოებში სახელფასო ფონდი 450 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს იმავე პერიოდში ეს ფონდი 590 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიქმნა დაახლოებით 70 ათასი სტაბილური სამუშაო ადგილი. ეს კი, დაამატა მან, ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა. გარდა ამისა, ჩვენთვის მთავარ ამოცანად კვლავ რჩება ეკონომიკური რეფორმების გაღრმავება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი