საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 19 აპრილის სხდომა

2006 წლის 19 აპრილს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 21 საკითხი.

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის წევრებს აცნობა, რომ საქართველოს სამართლებრივი სფეროს რეფორმირებისათვის საქართველოს პრეზიდენტის დავალებით უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელმაც უნდა შეიმუშაოს რეფორმის განხორციელების ღონისძიებათა კონკრეტული გეგმა, და სთხოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრს გია ქავთარაძეს დღის ბოლომდე კომისიის წევრთა კანდიდატურების წარმოდგენა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს საქრთველოს მთავრობა იწყებს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად მიმართულებათა განხილვას. ეს მუშაობა ორ კვირაში უნდა დასრულდეს და პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტს. იმავდროულად, მთავრობა განიხილავს 2008-2010 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად მიმართულებებსაც. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო გადადის გრძელვადიან დაგეგმვაზე.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი