საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 11 იანვრის სხდომა

2006 წლის 11 იანვარს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 28 საკითხი.

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრესისთვის ორ მნიშვნელოვან საკითხს გაუსვა ხაზი. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ "ჰერითეჯ ფაუნდეიშენის" მიერ ჩატარებული გამოკვლევებით საქართველოს 2005 წლის განმავლობაში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თვალსაზრისით ყველაზე დიდი პროგრესი აქვს, მან 32 ადგილით გადაიწია წინ და ამჯერად საქართველო 68-ე ადგილზეა. განსაკუთრებით დადებითია შეფასებები სამი მიმართულებით: მთავრობის მიერ ეკონომიკაში ჩარევა-რეგულირება, საბანკო და ფინანსური სექტორი, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ილაპარაკა ფრინველის გრიპთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ამ თემაზე მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ნოღაიდელმა უკვე დეტალურად განმარტა ფრინველის გრიპის თავიდან ასაცილებლად გატარებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ და პრესას გააცნო მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 

 საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი