საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №262

სოციალური დახმარების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კა-ნო¬ნის 36-ე მუხლის შესაბამისად `სოციალური დახმარების შესა-ხებ~ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილებაში (სსმ, 2006 წელი, #101, მუხლი 1375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რე¬და¬ქ-ცი¬ით:
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბა-ზა¬ში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯა-ხე¬ბისათვის მისამართული სოციალური დახმარების დანიშვნა-გა-ცემისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის დანიშ-ნული სოციალური დახმარების გაცემის უზრუნველსაყოფად, ასევე სოციალურად დაუცველ ბავშვთა ოჯახში აღზრდის უპირატესი უფ¬ლების უზრუნველყოფისა და დეინსტიტუციონალიზაციის ხელ-შეწყობის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე-ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ" ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარე-ბის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე:".
2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს სოციალური დახმარების პროგრამის განხორ-ციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდე-ნობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღო-ნის¬ძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების თანდართული წესი.".
3. დადგენილების მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემ-დე¬გი რედაქციით:
`3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სოციალური მო¬მ¬სახურების სააგენტომ უზრუნველყოს სოციალუ¬რად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრი¬რებული ოჯახები-სათვის სოციალური დახმარების დანიშვნა-გა¬ცემა, უმწეო მდგომა-რეობაში მყოფი ოჯახებისათვის დანიშნული სოციალური დახმა-რების გაცემა დადგენილი წესით და ამ პრო¬ცესის ადმინის¬ტრი-რებისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგუ¬ლი¬რება.
4. ეთხოვოთ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელებისას ქმედითი დახმარება გაუწიონ სსიპ _ სოციალური მომსახურების სააგენტოს.~.
4. დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირი-თადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სო-ციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესი";
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონა-ცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახ-მარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშ-სწორების წესს და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოცია-ლური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირი-თად პრინციპებს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობი-ლად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობას.";
გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 და 22 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„21. ამ წესის მიზნებისათვის რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპე-ცია¬ლიზებულ დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ ბავშვს სპეციალი¬ზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საც¬ხოვ¬რებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას, ასევე სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის რისკის ქვეშ მყო¬ფი ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), ამ ბავშვის მშობელთა მზრუნველობამოკლებულად ცნობისა და სპე¬¬ციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის თავიდან არი¬დე¬ბი¬¬სათვის.
22. ამ წესის მიზნებისათვის შვილობილად აყვანის (მინდო-ბით აღზრდის) ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმა-რება, რომელიც მიეცემა დედობილ-მამობილს შვილობილის მოვ-ლისა და აღზრდისათვის.";
დ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:
„3. საარსებო შემწეობის, საოჯახო დახმარების, რეინტეგრა-ციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანა¬ზღაურების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწი-ფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები.";
ე) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯა¬ხებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყ-ვეტას, გაანგა¬რიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწე-ო¬ბის მიღებას¬თან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.~;
ვ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
`4. რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინ¬დობით აღზრდის) ანაზღაურების ადმინისტრირების კომპე-ტენ¬ტური ორგანოა სააგენტო, რომელიც მოქმედი კანონმდებ-ლობის შესაბამისად უზრუნველყოფს რეინტეგრაციის შემწეო-ბისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღა-ურების დანიშვნას, შეჩერებას, განახლებასა და შეწყვეტას, აგ-რეთვე მათ გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გა¬და-წყვეტას.~;
ზ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-დაქციით:
`3. ორ- და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დად¬გენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 24 ლარი.~;
თ) III1 თავის შემდეგ დაემატოს III2 თავი შემდეგი რედაქ-ციით:
„თავი III2. რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა
მუხლი 103. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა
რეინტეგრაციის შემწეობა განისაზღვროს შემდეგი ოდენო-ბით:
ა) ჯანმრთელი ბავშვისათვის _ თვეში 90 ლარით;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის _ თვეში 130 ლარით.
მუხლი 104. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა
შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელი ბავშვისათვის _ თვეში 200 ლარით;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის _ თვე-ში 300 ლარით.";
ი) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9_მე-15 პუნქტები:
`9. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2009 წლის 1 იანვრიდან ერთი წლის ვადით გავრცელდეს იმ ოჯახებზე, რომლებიც არ იღებენ საარ-სებო შემწეობას, 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძუ-ლე¬ბული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყვნენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებ-ში, დადგენილი წესით აღრიცხული არიან საქართველოს იუსტიცი-ის სამინისტროს სსიპ _ სამოქალაქო რეესტრის სააგენ¬ტოში და განსახლებული არიან სახელმწიფოს მიერ შესყი¬დულ, რეაბილიტი-რებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართო¬ბებში, მათი დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლე¬ბე¬ლია (ამ ად-გი¬ლების ოკუპაციის გამო) და ამავდროულად ოჯა¬ხის არც ერთი წევრი არ ეწევა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქ-მიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა.
10. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვ-რული ოჯახის შემადგენლობაში მოხვდება მონაცემთა ბაზაში რე-გის¬ტრირებული საარსებო შემწეობის მიმღები პირი, გაერთიანე-ბული ოჯახის საარსებო შემწეობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ ყოველი არამიმღები წევრისათვის დაემატოს 24 ლარი და სა-არ¬სებო შემწეობის სახით გასაცემი თანხის საერთო ოდენობა შეე-სა¬ბამებოდეს ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ პირობებს.
11. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან შეთანხმებით უზრუნველყოს ამ მუხ¬ლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სიის სააგენ¬ტოსათვის მიწოდება არა უგვიანეს 2009 წლის 10 იანვრისა, ხოლო შემდეგ თვეებში _ არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. საქარ¬თვე-ლოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ წარ-დგენილი სია, და შესაბამისად, დანიშნული შემწეობის ოდენობა სა¬ა¬გენტოს მიერ გადახედვას/გადაანგარიშებას/შეწყვეტას არ ექვემ-დე¬ბა¬რება, გარდა:
ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებისას (ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობის შეწყვეტა ხდება ოჯახის ბოლო წევრის გარ-დაცვალებიდან, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან);
გ) ოჯახის წევრი ეწევა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღა-ურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქ-მია¬ნობისა.
12. საარსებო შემწეობა გაიცეს ამ მუხლის მე-11 პუნქტით წარ-მოდგენილი სიის მდგომარეობით დანიშნული ოდენობით 2009 წლის იანვრიდან 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
13. 2009 წლის 10 იანვრიდან, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესა-ბამისად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაე-ნიშნოთ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინის-ტროს მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარმოდგენის მომდევნო თვიდან და გაიცეს 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
14. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების (შესაბამისი უფლებამოსილი პირის) მიერ საარსებო შემწეობის და¬ნიშვნის თაობაზე წერილობითი თან¬ხ¬მო¬ბის (სადაც აგრეთვე აღი¬ნიშ¬ნება ოჯახის რომელიმე წევრი ეწევა თუ არა საბიუჯეტო ორ¬განიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-სა¬განმანათლებლო საქმიანობისა) მოპოვება და სააგენტოსათვის მი¬წო¬დება უზრუნველყოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახ-ლების სამინისტრომ.
15. ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ოჯა¬¬¬ხებზე არ ვრცელდება ამ წესის მე-5, მე-9, მე-10 მუხლებით, `ქვე¬ყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სო-ცია¬ლური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ~ საქარ¬თვე-ლოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის #51 დადგენილებით დამ-ტკი¬ცებული `სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერ-თიანი ბაზის ფორმირების წესითა~ და `მიზნობრივი სოცია¬ლური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მი¬ნისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს #225/ნ ბრძანებით გათვა¬ლის-წინებული დებულებები.~;
კ) მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების გაცემის პრინ¬ცი¬პები გარდამავალი პერიოდისათვის
ოჯახებს, რომლებიც რეინტეგრაციის შემწეობას ან შვი¬ლო-ბილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას იღებენ გა-ფორ¬მებული ხელშეკრულების საფუძველზე და ხელშეკრულების ვადა არ არის დასრულებული 2008 წლის 31 დეკემბრამდე, აღნიშ-ნული დახმარების მიღება გაუგრძელდება 2009 წლის 1 მარტამდე.~.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია „საქართველოს 2009 წლის სა¬¬ხელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქ¬მე-დე¬¬ბისთანავე.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი