საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №267-1

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2008 წლის 31 დეკემბრის
# 267 დადგენილებით


საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ლევან სამ-ხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (შემდგომში - ბიურო) არის `საჯარო სამართლის იუ-რი¬¬დიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართ-ლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ~ სა-ქართველოს კანონისა და `საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმ-წიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იუ-რი¬დიული პირი.
2. ბიუროს სრული სახელწოდებაა `საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ლევან სამხარაულის სახელობის სასა¬მა¬რ-თ¬ლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო~.
3. ბიურო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრუ¬ლე-ბების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, სა-ქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართ-ველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, `სა¬ჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარა-ულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბი-უროს შექმნის შესახებ~ საქართველოს კანონის, `საჯარო სა-მართლის იურიდიული პირის შესახებ~ საქართველოს კანო¬ნის, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძ¬ველზე.
4. ბიურო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დად¬გენილი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად სა¬კუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. ბიუროს საქმიანობა ემყარება კანონიერების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე იურიდიული პირის უფლებათა დაცვის, ექსპერტის დამოუკიდებლობის, ობიექ¬ტუ¬რობის, მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევების გამოყენებით წარმოებული ყოველმხრივი და სრული კვლევის პრინციპებს.
6. ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკ¬ვიზიტები.
7. ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭავჭა-ვაძის გამზირი #84.

თავი II. ბიუროს ამოცანები, ფუნქციები და
უფლებამოსილება

მუხლი 2. ბიუროს ამოცანები
1. ბიუროს ძირითადი ამოცანაა სისხლის სამართლის, სა-მოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოს, პრო¬¬-კურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფ-ლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგ¬რეთ-ვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იური¬დიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე მეცნიერების, ტექნიკის ან ხელოვნების დარგში საჭირო გარემოებების დასადგენად სპეციალური გამო¬კვ-ლევების ჩატარება და შესაბამისი დასკვნების ან ცნობების მომ¬ზადება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად ბიურო კანონმდებლობით დად-გენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო ექსპერტიზის ორ-გა¬ნიზებასა და წარმოებას საქართველოს მთელ ტერიტო¬რიაზე.

მუხლი 3. ბიუროს ფუნქციები
საკუთარი ამოცანების განხორციელების უზრუნველ¬სა¬ყო-ფად ბიურო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ას¬რუ-ლებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართ-ლის საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის ორგანიზებასა და წარ¬მოებას;
ბ) რევიზიას, ინვენტარიზაციასა და საუწყებო შემოწმებას;
გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკ¬რუ-ლების საფუძველზე საექსპერტო მომსახურებას;
დ) სამეცნიერო და მეთოდურ მუშაობას, გამოკვლევათა მეთოდიკის სრულყოფას და ახალი მეთოდების დანერგვას;
ე) კადრების შერჩევას, მომზადებასა და გადამზადებას;
ვ) სასამართლო-საექსპერტო პრაქტიკის მეცნიერულ გან-ზოგა¬დებას და აქტუალური პრობლემატიკის გამოყოფას;
ზ) თანამშრომლობს საქართველოსა და უცხო სახელ-მწიფოების სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებებთან და სა¬ერთაშორისო საექსპერტო ორგანიზაციებთან, მონაწილეობს ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების მუ-შა¬ობაში;
თ) სასამართლო ექსპერტიზის საკითხებზე გამოსცემს ბეჭ¬დ¬ვით პროდუქციას;
ი) აწარმოებს დაქტილოსკოპიურ (თითის ანაბეჭდების), ცეც¬ხლსასროლი იარაღისა და ნარკოლოგიური აღრიცხვის მო-ნაცემთა საინფორმაციო ბაზას;
კ) ახორციელებს საინფორმაციო-ანალიტიკურ მუშაობას;
ლ) ახორციელებს ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა სა-ქ¬მიანობას.

მუხლი 4. ბიუროს უფლებამოსილება
ბიურო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წე¬სით აწარმოოს:
ა) დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზა;
ბ) ხელნაწერებისა და ხელმოწერების ექსპერტიზა;
გ) ბალისტიკური ექსპერტიზა;
დ) ტრასოლოგიური ექსპერტიზა;
ე) ავტო-ტექნიკური, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ავტო-სასაქონლო ექსპერტიზა;
ვ) კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო, ჰომეოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზა;
ზ) დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა;
თ) ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზა;
ი) ნივთიერებების, მასალებისა და ნაკეთობების ექსპერ-ტიზა;
კ) მცენარეული ობიექტების ექსპერტიზა;
ლ) ნავთობპროდუქტების ხარისხის ექსპერტიზა;
მ) კვების პროდუქტების, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის ექსპერტიზა;
ნ) საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა;
ო) სასაქონლო ექსპერტიზა;
პ) სამედიცინო ექსპერტიზა;
ჟ) ბიოლოგიური და ციტოლოგიური ექსპერტიზა;
რ) ჰისტოლოგიური ექსპერტიზა;
ს) ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზა;
ტ) სამედიცინო-ქიმიური ექსპერტიზა;
უ) ფსიქიატრიული შემოწმება და ექსპერტიზა;
ფ) ნარკოლოგიური შემოწმება და ექსპერტიზა.

თავი III. ბიუროს სტრუქტურა და მართვა

მუხლი 5. ბიუროს სტრუქტურა
1. ბიურო შედგება ძირითადი სტრუქტურული ქვე¬დანა¬ყო-ფებისაგან.
2. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ფინანსური, მატერიალური და საკადრო უზრუნველ-ყოფის სამსახური;
ბ) იურიდიული განყოფილება;
გ) კანცელარია;
დ) ბიუროს სამდივნო;
ე) დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის განყოფილება;
ვ) ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, საიდენტიფიკაციო კვალთა ანალიტიკური განყო-ფილება;
ზ) ავტო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის გან¬-ყოფილება;
თ) კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და ფონოსკოპიური ექს-პერტიზის განყოფილება;
ი) ფინანსური ექსპერტიზის განყოფილება;
კ) საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილება;
ლ) სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილება;
მ) ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება;
ნ) ქიმიური ექსპერტიზის სამსახური;
ო) სამედიცინო ექსპერტიზის სამსახური;
პ) ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახური;
ჟ) დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური;
რ) აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური.

მუხლი 6. ბიუროს ხელმძღვანელობა და
წარმომად¬გენლობა
1. ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ბიუროს უფროსი წარმართავს ბიუროს საქმიანობას, წარმოადგენს ბიუროს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს ბიუროს სახელით.
3. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანა-მდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბი-უროს უფროსი.
4. ბიუროს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ბიუროს ხელ¬მძღვანელობს და მის საქმიანობას წარმართავს ბიუროს უფროსის მოადგილე.
5. ბიუროს უფროსის ბრძანებით ან მინდობილობის სა-ფუძველზე ბიუროს სპეციალური წარმომადგენლობის უფლება შეიძლება მიენიჭოთ ბიუროს თანამშრომლებს, აგრეთვე გარეშე პირებს.

მუხლი 7. ბიუროს უფროსისა და მისი მოადგილის
უფლებამოსილებანი
1. ბიუროს უფროსი უფლებამოსილია:
ა) გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ-თლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ბი¬უროს ყველა თანამშრომლისათვის;
ბ) ბიუროს სახელით დადოს ხელშეკრულებები და შე-თანხმებები კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) ბიუროს სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში;
დ) დაამტკიცოს ბიუროს საშტატო განრიგი და სახელ¬ფა-სო ფონდი;
ე) დაამტკიცოს ბიუროს შინაგანაწესი და განსაზღვროს თანამშრომელთა თანამდებობრივი ფუნქციები;
ვ) წარმართოს საკადრო პოლიტიკა;
ზ) დანიშნოს და გაათავისუფლოს ბიუროს თანამშრომ-ლები;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს წახა¬ლისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონის-ძი¬ებე¬ბი;
ი) მოიწვიოს სპეციალისტები ხელშეკრულების საფუძ-ველზე კანონით განსაზღვრული წესით;
კ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. ბიუროს უფროსი ვალდებულია:
ა) დაიცვას დებულება და მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას;
გ) უზრუნველყოს ბიუროს თანამშრომელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
დ) უზრუნველყოს სასამართლო-საექსპერტო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ე) განახორციელოს მოქალაქეთა მიღება;
ვ) ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო, კვლევით, მეთოდურ მუშაობას და გააკონტროლოს მისი შესრულება, აგრეთვე განახორციელოს ექსპერტიზის წარმოებაში ახალი მეთოდების დანერგვა;
ზ) ორგანიზება გაუწიოს ექსპერტიზის, გამოკვლევის, შე-მო¬წ¬მების, რევიზიის ჩატარებას, უზრუნველყოს გამოსაკვლევი ობიექტების დაცვა, გააკონტროლოს ექსპერტიზის ან რევიზიის ჩატარების ვადები;
თ) უზრუნველყოს ბიუროს სტრუქტურული ქვედანა¬ყო-ფების კონტროლი.
3. ბიუროს უფროსის მოადგილე:
ა) ახორციელებს ბიუროს უფროსის მიერ განსაზღვრულ ფუნ¬ქ¬ციებს და უზრუნველყოფს კანონმდებლობითა და დებუ-ლე¬ბით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას;
ბ) ბიუროს უფროსის მითითებით ხელმძღვანელობს და ზედამხედველობას (კურატორობას) უწევს ბიუროს სტრუქტუ-რული ქვედანაყოფების საქმიანობას;
გ) აკონტროლებს ბიუროს უფროსის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების მიმდინარეობას.

თავი IV. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფები

მუხლი 8. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების
კომპეტენცია და მართვა
1. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით, ხოლო ფუნქციები და სტრუქ-ტურა _ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულე-ბით, რომელსაც ამტკიცებს ბიუროს უფროსი.
2. ბიუროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამსახურს, გან-ყო¬ფი¬ლებას, ლაბორატორიას და ჯგუფს) ხელმძღვანელობს სამსახურის (განყოფილების) უფროსი, რომელსაც თანამდე-ბობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუა-ლოდ ექვემდებარება ბიუროს უფროსს.
4. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქ-ტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის;
ბ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქ-ტურული ქვედანაყოფის თანამშრომლების მიერ სამსახუ¬რებ-რივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ადგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სტა-ტის¬ტიკურ ანგარიშს;
დ) მონაწილეობს ექსპერტიზის ჩატარებაში;
ე) უზრუნველყოფს სტრუქტურულ ქვედანაყოფში ჩატა-რებული ექსპერტიზის ვადისა და ხარისხის კონტროლს;
ვ) ბიუროს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქ-ტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციის, თანა¬მშ-რომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების დაკისრების შესახებ;
ზ) ხელმძღვანელობს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქ¬ტუ¬რული ქვედანაყოფის კადრების მომზადებას.

მუხლი 9. ფინანსური, მატერიალური და საკადრო
უზრუნველყოფის სამსახური
ფინანსური, მატერიალური და საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა კომპეტენციის ფარგლებში ბიუროს თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მომზადება, მათი პირადი საქმეებისა და შრომის წიგნაკების აღრიცხვა-წარმოება, თანამშრომელთა პროფე¬სიუ-ლი მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამ-დებობების დასაკავებლად კონკურსებისა და ატესტაციების ორგანიზება, შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი, ბიუ-როს საშტატო ნუსხის ფორმირება და წარდგენა, ბალანსის შედგენა, თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირების სა-კით¬ხებზე წინადადებების შემუშავება, გადასახადების გამოან-გარიშება და გადახდა, ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართული ექსპლუატაცია და ფუნქციონირება, მისი გაუმჯო-ბესება და სრულყოფა, ბიუროს კომპიუტერული ქსელის მუ-შაო¬ბის უზრუნველყოფა, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების კონტროლი, წლის გან¬მავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმის შედ-გენა, ბიუროში მომზადებული სამეცნიერო კვლევითი მასა-ლების გამოცემის უზრუნველყოფა.

მუხლი 10. იურიდიული განყოფილება
იურიდიული განყოფილების ძირითადი ამოცანაა ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ადმინის-ტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება, ბიუროს უფლებებისა და ინტერესების დაცვა სასამართლოში.

მუხლი 11. კანცელარია
კანცელარიის ძირითადი ამოცანაა ბიუროში საქმის წარ-მოების ორგანიზება, შემოსული ნივთიერი მტკიცებულებებისა და ექსპერტიზის ობიექტების სპეციალურ საცავში შენახვის, მათი შემოტანა-გატანისა და ბრუნვის აღრიცხვა და კონტ-როლი, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველ-ყოფა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთი¬ერ-თობა.

მუხლი 12. ბიუროს სამდივნო
ბიუროს სამდივნო უზრუნველყოფს სტრუქტურულ ქვე-დანაყოფებში შემუშავებული დოკუმენტაციის ტექნიკურად მომ-ზადებას (დაბეჭდვას).

მუხლი 13. დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის
ექსპერტიზის განყოფილება
დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ხელნაწერი და ნაბეჭდი დოკუმენტების, ქაღალდის, საწერი საშუალებების, ბლანკების და ფულადი ნიშნების ექსპერტიზის, აგრეთვე ხელმოწერების, ხელნაწერი ტექსტებისა და ციფრობრივი ჩანაწერების ექსპერ-ტიზის ორგანიზება და წარმოება.


მუხლი 14. ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილო¬-
სკოპიური ექსპერტიზის, საიდენტიფიკაციო
კვალთა ანალიტიკური განყოფილება
ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, საიდენტიფიკაციო კვალთა ანალიტიკური განყო-ფილების ძირითადი ამოცანაა ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების, აგრეთვე ცეცხლსასროლ იარაღთან და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებულ შემთხვევებზე გარკვეული გარემოებების დასადგენად ბალის¬ტიკური ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება, ცეცხლ¬სასროლი იარაღის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება, ყველა სახის ტრასოლოგიური ექსპერტიზის ორ¬განიზება და წარმოება, ობიექტების დამუშავება კვალის აღე¬ბის მიზნით, პიროვნებისა და გვამის დაქტილოსკოპირება, კვა¬ლის ვარგისიანობის დადგენა, დაქტილოსკოპიური ექსპერ¬ტიზის ორგანიზება და წარმოება, დაქტილოსკოპიურ მონა¬ცემ¬თა საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება.

მუხლი 15. ავტო-ტექნიკური და ტრასოლოგიური
ექსპერტიზის განყოფილება
ავტო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის განყო-ფი¬ლების ძირითადი ამოცანაა სატრანსპორტო-ტრასოლოგიური, ავტო-ტექნიკური და ავტო-სასაქონლო ექსპერტიზის ორგა¬ნიზე-ბა და წარმოება.

მუხლი 16. კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და
ფონოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილება
კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერ-ტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ხმის იდენტი¬ფი-კაციის, კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და ფონოსკოპიური ექს-პერ¬ტიზის ორგანიზება და წარმოება.

მუხლი 17. ფინანსური ექსპერტიზის განყოფილება
ფინანსური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამო-ცანაა ფინანსური და საბუღალტრო ექსპერტიზის ორგანი¬ზე¬ბა და წარმოება.

მუხლი 18. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის
განყოფილება
საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების ძირი-თადი ამოცანაა შენობა-ნაგებობების შეფასება, სამშე¬ნებ¬ლო-ტექნიკური, ელექტრო-ტექნიკური, სამშენებლო-ეკონო¬მი¬კუ¬რი ექ-ს¬პერტიზის ორგანიზება და წარმოება.

მუხლი 19. სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილება
სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამო-ცანაა მოძრავი და უძრავი ქონების შეფასება, საქონლის გა-მოკვლევა, სასაქონლო ექსპერტიზის ორგანიზება და წარ¬მოება.

მუხლი 20. ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება
ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ნარკოტიკული საშუ-ალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ალკოჰოლის) მიღე-ბის ფაქტის დადგენა კლინიკური გამოკვლევით და ექსპრეს-ტეს¬ტებით, სტაციონარული და ამბულატორიული ნარკო¬ლო-გიური შემოწმება, აგრეთვე სასამართლო-ნარკოლოგიური ექს-პერ¬ტიზის ორგანიზება და წარმოება, ნარკოლოგიური აღ-რიცხვის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარ-მოება.

მუხლი 21. ქიმიური ექსპერტიზის სამსახური
ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წე-სით მინის, კერამიკის, სილიკატური სამშენებლო მასალების, ლი¬თო¬ნების, შენადნობებისა და მათი ნაკეთობების გამო¬კვ-ლევა, ნავთობპროდუქტების, საწვავ-საცხები მასალების, დაუ-დგენელი (უცხო) ობიექტებისა და ნივთიერებების, ნია¬დაგის, სპირტ¬შემცველი ნივთიერებების, ალკოჰოლიანი და უალკო-ჰოლო სასმელების, თამბაქოს ნაწარმის, კვების პროდუქტების, ლაქ¬საღებავებისა და მათი საფარის, ბოჭკოვანი ობიექტებისა და მათი ნაწარმის, პოლიმერული ობიექტებისა და მათი ნა¬კე-თობების, საყოფაცხოვრებო ქიმიური ობიექტების, აგრეთვე სხვადასხვა ობიექტში ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და სხვა მომწამლავი ნივთიერებების აღმოჩენა (ქიმიურ-ტოქსი¬კოლო¬გი-ური გამოკვლევა), ნარკოტიკული და ფეთქებადი ნივ¬თიე¬რებე-ბის, ფარმპრეპარატების, მცენარეული და ცხოველური წარ-მოშობის ობიექტების, სახანძრო (ქიმიური და ფიზიკური მეთო-დებით) ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება.

მუხლი 22. სამედიცინო ექსპერტიზის სამსახური
სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამო-ცანაა ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევა, სამედიცინო-კრიმინალისტიკური, სასამართლო-ქიმიური, სასამართლო-ბიო-ლოგიური, ციტოლოგიური, სასამართლო-ჰისტოლოგიური, სასა-მართლო-ბიოქიმიური ექსპერტიზის ორგანიზება და წარ¬მოება, აგრეთვე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის წარმოება სა-მე¬დიცინო დოკუმენტაციითა და საქმის მასალებით.

მუხლი 23. ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახური
ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამო-ცა¬ნაა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერაცხადობის განსაზღვრა, ქმედუნარიანობის განსაზღვრა, სტაციონარული და ამბულატორიული ფსიქიატრიული გამოკვლევა და ფსიქო-ლო¬გიური გამოკვლევა.

მუხლი 24. დასავლეთ საქართველოს რეგიონალური
ექსპერტიზის სამსახური
დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა სამოქმედო ტერიტორიაზე (იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ზე¬მო აფხაზეთისა და გურიის მხარეებში) სასამართლო ექსპერ¬ტიზის ეროვნული ბიუროს დებულებით გათვალისწინებული ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება.

მუხლი 25. აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური
აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ძირი-თადი ამოცანაა სამოქმედო ტერიტორიაზე სასამართლო ექს-პერტიზის ეროვნული ბიუროს დებულებით გათვალისწინებული ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება.

თავი V. ბიუროს ქონება და ფინანსები

მუხლი 26. ბიუროს ქონება
1. ბიუროს ქონება შედგება დასახული მიზნებისა და და-კის¬რებული ფუნქციების განსახორციელებლად ბიუროსათვის უსასყიდლოდ გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და ბიუროს მიერ შეძენილი სხვა ქონებისაგან.
2. ბიუროს მიერ ქონების შეძენა და გასხვისება ხორ-ციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 27. ბიუროს დაფინანსება
1. ბიუროს დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შე-მო¬სავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსა-ხურებიდან მიღებული შემოსავლები;
დ) გრანტები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შე¬მოსავლები.
2. ბიურო უფლებამოსილია თავისი მიზნების განსა¬ხორ-ციელებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით განა¬ხორ-ციელოს ეკონომიკური საქმიანობა. ეკონომიკური საქ¬მიანო-ბი¬დან მიღებული შემოსავლების განაწილების წესს ად¬გენს ბი¬უროს უფროსი.

თავი VI. დასკვნითი დებულებანი

მუხლი 28. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად