საქართველოს მთავრობის დადგენილება №301
28 დეკემბერი, 2007
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის N103 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის N103 დადგენი-ლებით (სსმ, 2007 წელი, N70, III ნაწილი, მუხლი 776) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის გაცვლის, საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა საერთაშორისო პროგრამებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში მონაწილეობის ხელშეწყობა; ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების მიზნით საქარ-თველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა შეხვედრე-ბისა და კონფერენციების ორგანიზება;".
2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სახელმწიფო სტიპენდიების, ჰონორარებისა და პრემიების მინიჭების წესს;".
3. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:
,,მუხლი 13. გარდამავალი დებულება მე-7 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას 2008 წლის 1 იანვრამდე ახორციელებს რუსთაველის ფონდის დირექტორი.".
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე