საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №300

საქართველოს მთავრობის დადგენილება №300
28 დეკემბერი, 2007

საქართველოს მთავრობის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა, ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანო­ნის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. საქართველოს მთავრობის საშუალოვადიანი სამოქ­მედო გეგმის შედგე­ნის მიზნით ღონისძიებათა განხორცი­ელების, ძირითადი მონა­ცე­მებისა და მიმართულებების შემუ­შა­ვებისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომი­სია) შემდეგი შემად­გენლობით:


ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ჯამბულ ბაკურაძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე - რეგიო­ნალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი რეფორმების კოორდინაციის სა­კითხებში

თამარ ბერუჩაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკით­ხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ირაკლი გიორგობიანი - საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ლევან დავითულიანი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

ეკატერინე ზღულაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მი­ნისტრის მოადგილე

ბაკურ კვეზერელი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

სერგო მესხი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

პაპუნა პეტრიაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

თეიმურაზ სამადაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერების მინისტრის მოადგილე

ირაკლი ღვალაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

კახაბერ ჩიქოვანი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

დიმიტრი ძაგნიძე - საქართველოს იუსტიციის მინის­ტრის მოადგილე

ვერა ძნელაძე - საქართველოს თავდაცვის მინის­ტრის მოადგილე.


2. საქართველოს სამინისტროებმა 2008 წლის 5 თებერ­ვლამდე მოამ­ზადონ და კომისიას წარუდგინონ საშუალო­ვადიანი სამოქ­მედო გეგმის 2007 წლის შეფასება და ინფორ­მაცია 2008 წლის ბიუჯეტის შესახებ №1 და №2 დანართების მიხედვით.

3. საქართველოს სამინისტროებმა და სახელმწიფო მინის­ტრების აპარატებმა №3 და-ნართის შესაბამისად, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისმა აღმასრულებელ-მა ორგანოებმა და სახელმწიფო რწმუნებულებმა - გუბერნატო­რებმა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეუ­ლებში №4 დანართის შესაბამისად 2008 წლის 20 თებერ­ვლამდე უზრუნველყონ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების კომისიისათვის წარდგენა.

4. საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 15 მარტამდე უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის განახლებული საშუ­ალოვადიანი სა­მოქ­მედო გეგმების განხილვა.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) 2008 წლის 15 აპრილამდე უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული სამინისტროებისა და სახე-ლ­მწიფო მინისტრების აპარატების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების, აგრეთვე ავტო-ნომიური რესპუბლიკების შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნე­ბულების - გუბერნატორების მიერ წარმოდგენილი ადგი­ლობრივი თვითმმართვე-ლი ერთეულების შემუშავებული საშუ­ა­ლოვადიანი სამოქმედო გეგმების ასახვა ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულე­ბების (BDD) დოკუმენტში.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს მთავ­რო­ბის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა და ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის №2 დადგენილება.

7. დადგენილების შესრუ­ლების კონტროლი და კოორდი­ნაცია განახორციელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა.

8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე


საქართველოს მთავრობის
2007 წლის 28 დეკემბრის

№300 დადგენილების

დანართი №1


2007 წლის შეფასება

მხარჯავი დაწესებულება

2007 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტები და მათში შემავალი პროგრამები/
ღონისძიებები ბიუჯეტით
განსაზღვრული

ასიგნებები 2007 წლისთვის
მოსალოდ-ნელი შედეგები 2007 წელს
მიღწეული შედეგი

I. პრიორიტეტი
მ.შ. პროგრამები/ღონისძიებები
(ორგანიზაციული კოდის
მითითებით)

1.

2.

3.


II. პრიორიტეტი
მ.შ. პროგრამები/ღონისძიებები
(ორგანიზაციული კოდის
მითითებით)

1.

2.

3



საქართველოს მთავრობის
2007 წლის 28 დეკემბრის

№300 დადგენილების

დანართი №2


2008 წლის ბიუჯეტის შესახებ


2008 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტები და
მათში შემავალი პროგრამები/
ღონისძიებები 2008 წლის ბიუჯეტით
გათვალისწინებული
ასიგნება 2008 წლისთვის
მოსალოდნელი
შედეგები

I. პრიორიტეტი
მ.შ. პროგრამები/ღონისძიებები
(ორგანიზაციული კოდის
მითითებით)

1.

2.

3.


II. პრიორიტეტი
მ.შ. პროგრამები/ღონისძიებები
(ორგანიზაციული კოდის
მითითებით)

1.

2.

3



საქართველოს მთავრობის
2007 წლის 28 დეკემბრის

№300 დადგენილების

დანართი №3

საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა (2009-2012 წ.წ.)

ცხრილი №1


მხარჯავი დაწესებულება

პრიორიტეტები 1. 2. 3.
პრიორიტეტის დასაბუთება არსებული სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე
განხორციელების სავარაუდო ვადები (თუ მიმდინარეა, როდის დაიწყო)
მოსალოდნელი შედეგი
შედეგების შეფასების კრიტერიუმები
სავარაუდო ხელშემშლელი ფაქტორები


საშუალოვადიანი ბიუჯეტი

ცხრილი №2


პრიორიტეტები და მათში შემავალი პროგრამები/ღონისძიებები მოსალოდნელი
შედეგი ასიგნებები

2009 2010 2011 2012

I. პრიორიტეტი
მ.შ. პროგრამები/ღონისძიებები

1.

2.

3.

II. პრიორიტეტი
მ.შ. პროგრამები/ღონისძიებები

1.

2.

3.



საქართველოს მთავრობის
2007 წლის 28 დეკემბრის
№300 დადგენილების

დანართი №4

ავტონომიური რესპუბლიკების/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების პრიორიტეტები (2009-2012 წ.წ.)
საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა

ცხრილი №1

ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო/შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი
პრიორიტეტები 1. 2. 3.
პრიორიტეტის დასაბუთება არსებული სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე
განხორციელების სავარაუდო ვადები
მოსალოდნელი შედეგი


საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა

ცხრილი №2

ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო/შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი
პრიორიტეტები და მათში
შემავალი
პროგრამები/ღონისძიებები მოსალოდნელი
დაფინანსება სულ
(ათას ლარობით) დაფინანსების წყაროები
საკუთარი შემოსულობები არასაკუთარი სახსრები

2009 2010 2011 2012 2009 2010 2011 2012 2009 2010 2011 2012

I. პრიორიტეტი
მ.შ. პროგრამები/
ღონისძიებები

1.

2.

II. პრიორიტეტი
მ.შ. პროგრამები/
ღონისძიებები

1.

2.