საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №298

საქართველოს მთავრობის დადგენილება №298
28 დეკემბერი, 2007

,,ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის - ,,ღირსეული დასაწყისი" - დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის N273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კა­ნონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,ხელმოკლე ოჯახებში დაბა­დებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელ­მწიფო პროგრამის - ,,ღირსეული დასაწყისი" - დამტკიცების შე­სა­ხებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის N273 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქ­ტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ დადგენილე­ბით განსაზღვრული პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებათა დაწყება (დაფინანსება) საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მათთვის გათვალისწინე­ბულ ასიგნებათა ფარგლებში და სათანადო ასიგნებების ასახ­ვა საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე