საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №296

საქართველოს მთავრობის დადგენილება №296
24 დეკემბერი, 2007

,,ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის, ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის და ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 აპრილის N75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრა­ციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზა­ციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის, ბავშვთა დაცვისა და დეინს­ტი­ტუ­ციონალიზაციის სამთავრობო კომისიის და ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომი­სიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 აპრილის N75 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, N51, III ნაწილი, მუხლი 528) და მე-2 პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. შეიქმნას ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონა­ლი­ზაციის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

მაია მიმინოშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

დავით ტყეშელაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელო­ბისა და სოციალური დაცვის მინის­ტრი.".



2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე