საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №294

საქართველოს მთავრობის დადგენილება №294
21 დეკემბერი, 2007

,,საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის N56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის N56 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლებები და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:

,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კა­ნო­ნის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგე­ბის პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენ­ლო­ბით:

ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კო­მისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი არველაძე - სსიპ - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ახალაია - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

ამბულ ბაკურაძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე, რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

გიორგი ბარამიძე - საქართველოს სახელმწიფო მინ­­ის­ტრი ევროპულ და ევროატლანტი­კურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

რომან დალაქიშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენ­ტის უფროსი

ირაკლი ეზუგბაია - შპს ,,საქართველოს რკინიგზის" გე­ნერალური დირექტორი

ირაკლი თაქთაქიშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ერ­თი­ანი
სატრანსპორტო ადმინის­ტრა­ციის უფროსი

ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

გიორგი მელიქიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ლევან რაზმაძე - სსიპ - საწარმოთა მართვის სააგენ­ტოს თავმჯდომარე

გრიგოლ ქათამაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ეკატერინე შარაშიძე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

გიორგი ცაგარელი - სატრანსპორტო დერეფნის საინვეს­ტიციო ცენტრის დირექტორი

შალვა ჯანაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მი­ნისტრის მოადგილე.


კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოს ნინო ნაკაშიძეს - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრა­ციის კომიტეტის თავმჯდომარეს.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე