საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N250

საქართველოს მთავრობის დადგენილება N250
27 დეკემბერი, 2006

,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის N44 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, N29, III ნაწილი, მუხლი 274) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს მე-51 პუნქტი.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი